id	author	title	date	pages	extension	mime	words	sentence	flesch	summary	cache	txt
gs-1046	Goroshidze, George	Set Adaptation in The Formation of Estimation and Attitude: Print version was published: Materials of the scientific conference dedicated to the 130th anniversary of Dimitri Uznadze. 2016	2022	7	.pdf	application/pdf	1650	45	77	ამ შემთხვევაშიც ერთი მიმართულებით ნეიტრალური შეფასების წანაცვლების შედეგად აღმოცენდება კონტრასტული შეფასება საპირისპირო მიმართულებით. „სუბიექტური ნული“ (ნეიტრალური შეფასება) წარმოადგენს ყველაზე უფრო კომფორტულ ზონას შეფასებისა და მოქმედების საწარმოებლად. სწორედ ამ ზონაში ხორციელდება განწყობისთვის დამახასიათებელი იმპულსური აქტივობები. მის ფარგლებს გარეთ აღმოცენდება აქტივობათა განხორციელებისთვის აუცილებელი მეტი ძალისხმევების გაღების საჭიროება. და ადვილ ამოცანად არ განიცდება. დამოკიდებულებისთვის, ისევე როგორც ფიქსირებული განწყობისთვის, დამახასიათებელია კონტრასტ-ასიმილაციის ეფექტები, რომლებიც იდივიდში აღმოცენდება რაიმე მოვლენის მიმართ სხვა ინდივიდის მიერ გამოვლენილი დამოკიდებულების შეფასებისას. რაიმე მოვლენის მიმართ ინდივიდის მიერ დამოკიდებულების შემუშავების პროცესი უნდა განიხილებოდეს ისევე, როგორც განწყობის ფიქსაციის პროცესი (განწყობის საფიქსაციო ეტაპის ანალოგი კლასიკურ ცდებში), ხოლო იგივე მოვლენის მიმართ სხვა ინდივიდის მიერ გამოვლენილი განსხვავებული დამოკიდებულების შეფასება პირველის მიერ უნდა ჩაითვალოს კრიტიკულ შეფასებად (განწყობის კრიტიკული შეფასების ეტაპის ანალოგი კლასიკურ ცდებში).	cache/gs-1046.pdf	txt/gs-1046.txt
