id	author	title	date	pages	extension	mime	words	sentence	flesch	summary	cache	txt
gs-1070	Metskhvarishvili, Magda; Gorgadze, Kakha ; Dekanosidze, Shorena; Beridze, Manana; Lomsadze, Khatuna	Analysis of the economic efficiency of the introduction of new equipment and technology in the enterprise	2022	6	.pdf	application/pdf	1378	65	83	საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინსტიტუტი „ტალღა“ 2. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტი აბსტრაქტი გლობალური პროცესების კვალდაკვალ, როგორიცაა მოსახლეობის ზრდა, მათი მზარდი მოთხოვნები, მეცნიერების და ტექნოლოგიის განვითარება, წარმოების გაზრდა და კონკურენცია, საწარმოები ცდილობენ სიახლეების დანერგვას მათი საქმიანობის ყველა სფეროში. ბაზრის განვითარება და საბაზრო დამოკიდებულებები ცხადყოფს, რომ საწარმოსათვის ერთერთი ძირითადი კონკურენტუნარიანი სტრატეგიული პირობა არის მისი ინოვაციური აქტივობა. ამიტომ, ახალი ტექნიკისა და ტექნოლოგიის დანერგვა აქტუალური და ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ეკონომიკური ეფექტურობის ანალიზს საწარმოში ახალი ტექნიკის და ტექნოლოგიის დანერგვისას ორი მიმართულებით განვიხილავთ: ახალი ტექნიკის და ტექნოლოგიის დანერგვის ძირითადი მიმართულებები; ეკონომიკური ეფექტურობა. საკვანძო სიტყვები: ეკონომიკური ეფექტურობა, ინოვაციური უზრუნველყოფა, ტექნიკის და ტექნოლოგიების დანერგვა, კაპიტალდაბანდება https://orcid.org/0000-0002-1318-529X Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 111 შესავალი. ეკონომიკის განვითარების საბაზრო პირობები მუდმივად აყენებს მოთხოვნებს არამარტო რაოდენობრივი, არამედ თვისობრივი გარდაქმნების შესახებ. ეს გარდაქმნები შეიძლება განხორციელდეს ყველაზე მოწინავე ტექნიკის, ტექნოლოგიის და უწყვეტად განვითარებადი სამაცნიერო-კვლევითი ბაზის გამოყენებით მაღალი ხარისხის ინოვაციების უზრუნველსაყოფად [1]. და რადგან, ნებისმიერი ინოვაციური პროექტის რეალიზაცია მოითხოვს მნიშვნელოვან მატერიალურ და ფინანსურ ხარჯებს, ინოვაციურ საქმიანობაში მნიშვნელოვანია ტექნიკის და ტექნოლოგიის ეკონომიკური ეფექტურობის შეფასება. ლიტერატურა: 1.	cache/gs-1070.pdf	txt/gs-1070.txt
