id	author	title	date	pages	extension	mime	words	sentence	flesch	summary	cache	txt
gs-1079	Lomsianidze, Teimuraz 	Discussion of the relationship between physical development indicators and life anamnesis of primary school age children in dynamics	2022	7	.pdf	application/pdf	1866	65	77	ჯანმრთელობა და ფიზიკური განვითარების მაჩვენებლები. აგრეთვე საყურადღებო, დედების სამეანო და გინეკოლოგიური ანამნეზი, ორსულობის Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 3 მიმდინარეობა, იმ თვალსაზრისით, რომ გამოგვერიცხა ორგანოგენეზზე უარყოფითად მოქმედი ფაქტორები. ინფორმაციის შეგროვება ხდებოდა მშობელთა დაწვრილებით გამოკითხვის შედეგად.[1,2,3,4,5,6,7,8,9,11,12] მოცემული ნაშრომის მიზანია იმ ცვლილებების ანალიზი, რომელიც მოხდა ოთხი წლის განმავლობაში დაწყებითი კლასების მოსწავლეებში. 2018 წლის გაზაფხულზე აღწერილი იყო პირველი მაჩვენებლები. დაკვირვებას ვაწარმოებდით ქუთაისის სამ სკოლაში, პირველი კლასის მოსწავლეებში, რომელთა ასაკი იყო 6 და 7 წელი. გამოკვლეულთა რაოდენობა რომელთაც შედარებით სრულყოფილი ანალიზი ჩაუტარდათ 105-ს შეადგენდა. აქედან 55 გოგო და 50 ბიჭი. მიღებული ფიზიკური განვითარების საშუალო მაჩვენებლები დაჯგუფებული იქნა ცხრილის სახით, თითოეული ასაკობრივი კატეგორიისათვის, სქესის გათვალისწინებით. ისინი შედარებული იყო სხვადასხვა ლიტერატურული მონაცემებისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებთან. 2018 წლის გაზაფხულის მონაცემების ანალიზის შემდეგ მივიღეთ: 1. გამოკვლეული ბავშვებიდან ყველას ჰქონდა დამაკმაყოფილებელი საყოფაცხოვრებო პირობები. 2. მიღებული მაჩვენებლების სხვადასხვა მონაცემებთან შედარებისას მივიღეთ, რომ მოცემული სკოლების პირველი კლასის ასაკის პრაქტიკულად ჯანმრთელ ბავშვთა ფიზიკური განვითარება არ ჩამორჩება საშუალო მონაცემებს. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ამ ასაკობრივ კატეგორიაში ფიზიკური განვითარება შეფერხების გარეშე მიმდინარეობს. 3. გამოკვლეულ ბავშვთა შორის ფიზიკური განვითარების საშუალოზე მაღალი მაჩვენებლები დაფიქსირდა 67,6 % შემთხვევაში, ორივე სქესის წარმომადგენლები ერთად აღებული. ერთი წლის შემდეგ 2019 წელს დაკვირვებას ვაწარმოებდით იმავე მუდმივ კონტიგენტში. რაოდენობა 98, აქედან 52 გოგო და 46 ბიჭი. რაოდენობის კლება გამოწვეული იყო მიგრაციული ფაქტორით. ყურადღება ამ შემთხვევში გამახვილებული იყო ანამნეზური მონაცემებისა და ფიზიკური განვითარების მაჩვენებლების ურთიერთკავშირზე. მეორე წელს მეორე კლასის ასაკის ბავშვთა ფიზიკური განვითარების მონაცემების კომპლექსური ანალიზის შემდეგ მივიღეთ: 1. 10 და 11 წლის ბავშვთა შორის ფიზიკური განვითარების საშუალოზე მაღალი მაჩვენებლები დაფიქსირდა 73,9% შემთხვევაში, ორივე სქესის წარმომადგენლებში ერთად. თუმცა მათგან თითქმის ნახევარს ჰქონდა საშუალო მაჩვენებლებთან მიახლოებული მონაცემები. მაღალი მაჩვენებლები უმეტესად კვლავ დაფიქსირდა მაღალი ფიზიკური განვითარების მაჩვენებლების მქონე მშობლების ბავშვებში, აგრეთვე მოსწავლეებში, რომლებიც დაიბადნენ საკმარისი შუალედის შემდეგ მშობიარობებს შორის (4 წლამდე) და სადაც არ იყო სამედიცინო აბორტი ამ შუალედში. სადაც ანამნეზში არ ჰქონდათ რაიმე სერიოზული დაზიანება საყრდენ–მამოძრავებელი სისტემაში. 2. 4 წლის განმავლობაში მოსწავლეებში შესაბამისი მატება განიცადა ანალიზისათვის აღებულმა ფიზიკური განვითარების ყველა საშუალო	cache/gs-1079.pdf	txt/gs-1079.txt
