id	author	title	date	pages	extension	mime	words	sentence	flesch	summary	cache	txt
gs-1086	Dolidze , Valerian; Tukvadze , Avtandil ; Abzianidze , Akaki; Kvinikadze , Giorgi 	Social movements and business privilege in the US: Occupy Wall Street	2022	18	.pdf	application/pdf	5788	201	79	დასკვნა დაიკავე უოლსტრიტმა და ოკუპაციის მოძრაობამ იმიტომ ვერ შეძლო ფულისა და უოლსტრიტის გავლენისაგან პოლიტიკის გათავისუფლება და ვერც პოლიტიკური დღის წესრიგის შეცვლა და კორპორაციების გავლენის შესუსტება პოლიტიკაზე, რომ მათ ბიზნესის პრივილეგირებული მდგომარეობაში აქვთ ფესვები გადგმული, რომლის გარეშეც საბაზრო ეკონომიკასა და მასზე დაფუძნებულ პოლიარქიებს ფუნქციონირება არ შეუძლიათ. ამ მოძრაობამ გამოავლინა პოსტმატერიალიზმის საზოგადოებრივი საფუძვლების დასუსტებისა და სოციალური უთანასწორობის თემის აქტუალურობის გაძლიერების პროცესი და გვიჩვენა, რომ თანამედროვე აშშ დგას თვისებრივი განახლებისა და მასთან დაკავშირებული სტრატეგიული, ისტორიული გადაწყვეტილებების მიღების აუცილებლობის წინაშე. გამოყენებული ლიტერატურა 1. 2011 წლის 13 ივლისს Adbuster-მა ინტერენტით გაავრცელა მოწოდება, რომ ყველა ვინც მზად იყო ტაჰრირისათვის, 17 სექტემბერს გამოსულიყო ქვედა მანჰეტენზე, შეექმნათ მშვიდობიანი ბანაკები და დაეკავებინათ უოლ სტრიტი. მოწოდებაში ნათქვამი იყო, რომ ერთი მარტივი მოთხოვნით - პრეზიდენტ ობამას მიერ კომიტეტის შექმნა, რომლის მიზანიც იქნებოდა ფულის გავლენისაგან პოლიტიკის გათავისუფლება - იწყებოდა ბრძოლა იმისათვის, რომ შეექმნათ ახალი დღის წესრიგი ამერიკისათვის. 17 სექტემბერი სიმბოლურად მიუთითებდა მოძრაობის მიზანზე - პოლიტიკური სისტემის ფულის ბატონობისაგან გათავისუფლების საშუალებით, დემოკრატიის აღდგენა ამერიკაში, რადგანაც სწორედ ამ დღეს მოაწერეს ხელი აშშ კონსტიტუციას (Castels, 2015:163).	cache/gs-1086.pdf	txt/gs-1086.txt
