id	author	title	date	pages	extension	mime	words	sentence	flesch	summary	cache	txt
gs-1114	Nadiradze, Irakli 	The first Georgian chemotherapy medicine - a fundamentally new inhibitor of cancer metastasis - "Amphicezine"	2022	4	.pdf	application/pdf	925	12	41	და ფიზიკური კანცეროგენული ფაქტორების მოქმედება ხორციელდება გარკვეული უჯრედული გენების დაზიანების ხარჯზე, ონკოგენური ვირუსები კი იწვევენ მუტაციებს თავისი გენომის ნაწილის ჩართვით ჯანმრთელი უჯრედების ნუკლეინის მჟავაში. დღეისათვის ავთვისებიანი სიმსივნეების პროფილაქტიკა და მკურნალობა ბიოლოგიისა და მედიცინის ერთ-ერთი ძირითადი პრობლემაა. ეს განპირობებულია ავთვისებიანი სიმსივნეებით ავადობისა და სიკვდილიანობის საგრძნობი და განუხრელი ზრდით მსოფლიოს ყველა ქვეყანაში. საქართველოში კიბოთი ავადობის სიხშირის მატება აღინიშნება ყველა მიმართულებით, მაგრამ განსაკუთრებით შესამჩნევია პირველ ექვსეულში შემავალ ავთვისებიან სიმსივნეებში (ძუძუს, კანის, ფილტვის, კუჭის, საშვილოსნოს ყელის და პროსტატის კიბო). პირველი ქართული ქიმიოპრეპარატი - კიბოს მეტასტაზირების პრინციპულად ახალი ინჰიბიტორი - „ამფიცეზინი“ ირაკლი ნადირაძე პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ზოგადი ონკოლოგი საქართველო-ისრაელის ერთობლივი კლინიკა „გიდმედის“ ხალის პათოლოგიისა და კანის სიმსივნეების ცენტრის ხელმძღვანელი სიმსივნე - ქსოვილთა ზრდის განსაკუთრებული რეაქტიული ფორმაა, რომელსაც მეტ- ნაკლებად გამოხატული ავტონომიურობა ახასიათებს. ორგანიზმთან არაკოორდინირებული ზრდის ეს ფორმა მიჩნეულია რეაქტიულად, რადგან მეორადია იმ ფაქტორებთან მიმართებაში, რომლებიც იწვევს მის წარმოქმნას. ამასთან, ამგვარი ზრდის პროცესი გრძელდება მისი გამომწვევი მიზეზების მოქმედების შეწყვეტის შემდეგაც. სიმსივნური უჯრედების უსაზ- ღვრო და უკონტროლო გამრავლების თვისება გადაეცემა უჯრედთა მომდევნო გენერაციებს. ორგანიზმის ნორმალურ უჯრედთა გაყოფა რეგულირდება უკუკავშირის პრინციპის მიხედვით კონტაქტური დამუხრუჭების ფაქტორით - უჯრედების ზედაპირთა შეხება ჯერ ანელებს, შემდეგ კი წყვეტს გაყოფას. ავთვისებიან უჯრედთა მთავარი თვისებაა - მაინფილტრირებელი ზრდის უნარი, ანუ შეღწევა ირგვლივ მდებარე ქსოვილებში მათი შემდგომი დაშლით და მეტასტაზების განვითარება, რაც ავთვისებიანი უჯრედების სისხლისა და ლიმფის დინებით გავრცელების შედეგია. ადამიანის ორგანიზმის ქსოვილების ავთვისებიანი სიმსივნური გადაგვარება გამოწვეულია და განისაზღვრება რიგი ფიზიკური, ქიმიური და ბიოლოგიური ფაქტორების კანცეროგენული აქტივობით. ფიზიკურ ფაქტორებს, პირველ რიგში, მიეკუთვნება მაიონიზებელი და ულტრაიისფერი გამოსხივება, ქიმიურ ფაქტორებს - ქიმიური ნაერთები, რომლებიც ხვდებიან ორგანიზმში გარედან (ეგზოგენური კანცეროგენები) ან წარმოიქმნებიან ორგანიზმში არაკანცეროგენული ნივთიერებების ბიოტრანსფორმაციის შედეგად (ენდოგენური კანცეროგენები), ბიოლოგიურ ფაქტორებს - ონკოგენური ვირუსები. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 81 ქიმიური	cache/gs-1114.pdf	txt/gs-1114.txt
