id	author	title	date	pages	extension	mime	words	sentence	flesch	summary	cache	txt
gs-1117	Nadiradze, Irakli 	Hitler was looking for the "Graal" in the Caucasus!	2022	5	.pdf	application/pdf	1048	23	72	მისი განძეული კი უკვალოდ გაქრა: მდევნელებს ერგოთ ფული, მიწები, კოშკები, რელიქვია კი – არც ერთი. ტამპლიერებს დევნიდნენ თითქმის მთელ ევროპაში, მაგრამ ბევრმა მათგანმა მოახერხა მიმალვა. ორდენის სათავეში მდგომნი აღმოჩნდნენ მეფე ფილიპეს ხელში, მაგრამ შედარებით დაბალი რანგის ხელმძღვანელების შეპყრობა ვერ მოხერხდა და მიუხედავად ხელისუფლების მაღალი წრის წარმომადგენლების არაერთი ცდისა შეეღწიათ „გრაალის” საიდუმლოში, ეს უკანასკნელი დარჩა საიდუმლოდ - არტეფაქტი გაქრა უკვალოდ. სამაგიეროდ „ბედის შუბი” იმყოფებოდა სულ ახლოს – მეზობელი ავსტრიის ტერიტორიაზე. თავად ჰიტლერი არაერთხელ აღიარებდა, რომ დაინახა რა ეს არტეფაქტი, მაშინვე იგრძნო უხილავი კავშირი მასთან და მიხვდა, რომ ეს გარდატეხის მომენტია მის Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 97 ცხოვრებაში. მრავალი წლის შემდეგ, როდესაც ჰიტლერი მოვიდა ხელისუფლებაში, დან- გრეულ და გაღატაკებულ გერმანიაში, პირველ რიგში მან გადაწყვიტა დაპატრონებოდა ჰაბსბურგების განძეულს. თუმცა, თავიდან სოციალურ-პოლიტიკური მდგომარეობა ზოგადად ისეთი იყო, რომ სასურველი ნივთის პირდაპირი მიტაცება ვერ ხერხდებოდა. 1934 წელს ავსტრიაში ჰიტლერი შეეცადა გადატრიალების განხორციელებას, მაგრამ წარუმატებლად. 1938 წელს ადგილობრივი ფაშისტების აჯანყების საშიშროების არსებობის გამო ავსტრიის მთავრობა გადადგა. ჰიტლერმა ჩაიგდო ხელში სანატრელი „ბედის შუბი” და მოათავსა იგი ნიურნბერგის წმინდა ეკატერინეს ეკლესიაში და იმავდროულად რადიოთი ამცნო გერმანელ ხალხს, რომ „ფიალასაც, ქვასაც და წიგნსაც ვარსკვლავური წარწერებით”.	cache/gs-1117.pdf	txt/gs-1117.txt
