id	author	title	date	pages	extension	mime	words	sentence	flesch	summary	cache	txt
gs-1118	Jolia, Guram ; Jangavadze, Irakli 	Modern Reality of Asymmetric Technological and Socio-Economic Development	2022	15	.pdf	application/pdf	3972	126	79	თანამდევი დადებითი და უარყოფითი შედეგებით. მეცნიერულ- ტექნიკური პროგრესი აუცილებელია მდგრადი განვითარებისათვის და მასვე შეუძლია უთანასწორობის არსებითად გამოსწორება. დღეს ტექნოლოგიების უმეტესობა თავმოყრილია გლობალურ „ჩრდილოეთში“ და ორიენტირებულია მდიდართა ინტერესებსა და ფინანსურ შესაძლებლობებზე, მათი გამოყენების ხელმისაწვდომობაზე, ციფრულ ინფრასტრუქტურასა და წიგნიერებაზე. მოცემულ ვითარებაში სახელმწიფოს ამოცანაა ისეთი პოლიტიკის გატარება, რომელიც უზრუნველყოფს მოსახლეობის მაქსიმალურ ჩართვასა და ხელმისწვდომობას ციფრული ტექნოლოგიების ათვისებაში. მხედველობაში გვაქვს მოსალოდნელი რისკების შესამცირებლად მარეგულირებელი ღონისძიებების, ეკონომიკური და საგადასახადო ინსტრუმენტების (მაგ., სუბსიდია, მინიმალური გარანტირებული შემოსავლების სისტემა, რობოტებისა და სხვა ტექნოლოგიების დაბეგრვა) გამოყენება სოციალური დაცვის საიმედო სისტემის უზრუნველსაყოფად. დასკვნა  ასიმეტრიული განვითარება განპირობებულია მსოფლიო ქვეყნებისა და რეგიონების გეოგრაფიული და ისტორიულ-კულტურული ფაქტორებით, ასევე მათ მოდერნიზაციაში განხორციელებული ფინანსური ინვესტიციებით, რაც აჩქარებს რეგიონის ტექნოლოგიურ განახლებას და სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას.  თანამედროვე გლობალური სამყაროს ლანდშაფტი ორპოლუსიანია: ერთი მხრივ, არსებობს მაღალინდუსტრიული რეგიონები, მოსახლეობის დიდი შემოსავლებით, უკეთესი ცხოვრების პირობებით, მეორე მხრივ კი, - დეპრესიული, მოდუნებული რეგიონები მოსახლეობის სიღარიბით, უმუშევრობითა და უპერსპექტივობით. და სამყაროს ასეთი პოლარიზაცია კვლავ ძლიერდება. შედეგად ისეთი მწვავე სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები წარმოიშობა, როგორიცაა: მასობრივი ემიგრაცია, საერთაშორისო ტერორიზმი და სხვ. ზოგიერთების კომფორტი და ფუფუნება აშკარად უპირისპირდება სხვათა სიღარიბესა და სოციალურ დეგრადაციას. ასიმეტრიული სივრცითი განვითარება თვალშისაცემია მდიდარი და ღარიბი ქვეყნების შედარებისას. მაგ., ბერმუდას კუნძულების (დ. ბრიტანეთის ტერიტორია) ერთობლივი ეროვნული შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით, 2021 წლის მდგომარეობით, 5 ოქსფამი (Oxfam International) — 13 ორგანიზაციის კონფედერაცია, რომლებიც 3000 პარტნიორთან ერთად 100- ზე მეტ ქვეყანაში მუშაობენ, რათა სათანადო გადაწყვეტა მოუძებნონ სიღარბესა და უსამართლობას. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 103 შეადგენდა $117 730-ს, ბურუნდის რესპუბლიკის კი, - $280-ს ანუ 420-ჯერ მეტს (საქართველოში - $4 780, 112-ე პოზიცია).6 ზოგადად, მცირეთა გამდიდრება დიდად განაპირობებს მრავალთა გაღარიბებას. 2015 წელს გაერომ 2030 წლისთვის მდგრადი განვითარების უპირველეს მიზნებად სიღარიბისა და შიმშილის აღმოფხვრა განსაზღვრა. ამ გადაწყვეტილების მიღებიდან ნახევარი დრო უკვე გავიდა, მიღწეული შედეგები კი ერთობ საგანგაშოა - მშიერთა და ღატაკთა რაოდენობა თითქმის არ შეცვლილა, დაახლოებით, 800 მილიონამდე ანუ მსოფლიო მოსახლეობის ყოველი მე-10 ადამიანი უკიდურეს სიღარიბეშია. ამ დროს, განვითარებულ ქვეყნებში წლიურად მილიონობით ტონა სურსათი ფუჭდება და იყრება (საშუალოდ, 95-105 კგ ერთ სულზე გაანგარიშებით), ხალხს ჭარბი წონა და ცხიმიანობა აწუხებთ. მაღალგანვითარებული სამყარო ტექნოლოგიური პროგრესის ახალ ტალღაზე გადადის - საქმიანობის ყველა სფეროში ციფრული ტექნოლოგიები ინერგება. იმავდროულად, დედამიწის მდიდარ რეგიონებში, განსაკუთრებით, ოფშორულ ზონებში, არნახული, უპრეცედენტო მასშტაბით მიმდინარეობს კაპიტალის დაგროვების პროცესი. ჩვენ ხომ მკაფიოდ გამოხატულ მომხმარებლურ საზოგადოებაში ვცხოვრობთ, სადაც ბატონობს ფინანსური კაპიტალი, რომელიც დღენიადაგ გადიდებას, სოკოსავით გამრავლებას ცდილობს და, ამიტომაც, იმ რეგიონებისაკენ თავდავიწყებით მიილტვის, სადაც რენტა მაღალია და მოკლე დროში მიღებული მოგება - დიდი. და რისთვის არის ყოველივე საჭირო და აუცილებელი?	cache/gs-1118.pdf	txt/gs-1118.txt
