id	author	title	date	pages	extension	mime	words	sentence	flesch	summary	cache	txt
gs-1119	Charkviani, Tamar 	Current Situation in the Field of Gender at the Local Level and the Institutional Mechanisms for Ensuring Gender Equality in Georgia 	2022	26	.pdf	application/pdf	6158	120	63	და ოზურგეთის და ახალციხის მერიების საქმიანობაზე ინფორმაციის მოპოვება ვერ მოხერხდა. ზოგადად, მუნიციპალიტეტის გამგეობებში უფრო მეტია დანიშნული პასუხისმგებელი პირები ვიდრე საკრებულოებში, ხოლო მერიაში იშვიათობაა (იხ. ცხრილი 4). Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 116 Georgian Scientists ქართველი მეცნიერები Vol. 4 Issue 4, 2022 https://doi.org/10.52340/gs.2022.04.04.15 საქართველოში ადგილობრივ დონეზე გენდერის სფეროში არსებული მდგომარეობა და გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის ინსტიტუციური მექანიზმები კავკასიის უნივერსიტეტი, კავკასიის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა, ასოცირებული პროფესორი აბსტრაქტი ნაშრომი მიზნად ისახავს, საქართველოში ადგილობრივ თვითმმართველობაში გენდერული თანასწორობის პრინციპების დამკვიდრებასთან დაკავშირებული აქტუალური მდგომარეობის აღწერას და საჭიროებების/მოთხოვნილებების იდენტიფიცირებას, ვითარების შემდგომი გაუმჯობესების მიზნით - ბიუჯეტის, მომსახურების, დაგეგმვის, კანონმდებლობისა და ქალთა სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური ცხოვრების ხელშეწყობის კუთხით. კვლევის მიზანია, საქართველოში ადგილობრივ დონეზე გენდერის სფეროში არსებული მდგომარეობის ანალიზი და გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის ინსტიტუციური მექანიზმები შესწავლა. საძიებო სიტყვები: ადგილობრივი თვითმმართველობა, გენდერული თანასწორობა, მოქალაქეთა ჩართულობა, ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელე, ინსტიტუციური მექანიზმები შესავალი სახელმწიფო და ადგილობრივ დონეზე ეფექტური გენდერული თანასწორობის პოლიტიკის გატარებისათვის აუცილებელია ქვეყანაში არსებობდეს შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა და ინსტიტუციური მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფენ გენდერული თანასწორობის მიღწევის სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებას, აგრეთვე, ამ სფეროში აღებული საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების კოორდინირებას. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 117 სწორედ ამ მიზნებიდან გამომდინარე, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით განისაზღვრა, რომ, ერთი მხრივ, საერთო კრების საქმიანობაში უზრუნველყოფილი უნდა იყოს ქალისა და მამაკაცის თანასწორი მონაწილეობის შესაძლებლობა24 და, მეორე მხრივ, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოში ერთი სქესის წარმომადგენელთა რაოდენობა 1/3-ზე ნაკლები არ უნდა იყოს. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო უფლებამოსილი არ არის, თუ დარღვეულია ამ პუნქტის მოთხოვნა.25 კვლევების უმრავლესობა აღნიშნავს, რომ საქართველოში პოსტსაბჭოთა პერიოდთან შედარებით გენდერული თანასწორობის პოლიტიკა განვითარდა რაც გამოიხატება იმაში, რომ უახლოეს წარსულში გენდერული ნიშნით დისკრიმინაციას, ოჯახში ძალადობას არანაირი აღიარება არ ჰქონდა არც საკანონმდებლო და არც საზოგადო სივრცეში. ამ ეტაპზე სიტუაცია გაუმჯობესებულია, საკანონმდებლო დონეზე არაერთი რეგულაცია შემუშავდა - 2006 წელს სახელმწიფომ კანონი მიიღო ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ, ხოლო 2010 წელს გენდერული თანასწორობის კანონი,	cache/gs-1119.pdf	txt/gs-1119.txt
