id	author	title	date	pages	extension	mime	words	sentence	flesch	summary	cache	txt
gs-1125	Osadze , Lali ; Sosanidze , Maka ; Tsetskhladze , Sofio 	Modern tendencies and development strategies of service marketing in international markets	2022	11	.pdf	application/pdf	3572	135	67	საკვანძო სიტყვები: მომსახურების მარკეტინგი, მარკეტინგის მიქსი, მარკეტინგის სტრატეგია, მომსახურების ინტერნაციონალიზაცია, სტანდარტიზაცია, ადაპტაცია 21 -ე საუკუნეში მომსახურების მარკეტინგი ეხება ინვესტიციის დაბრუნებას (ROI) და ურთიერთობის (ROR) დაბრუნებას, მომხმარებელთა შენარჩუნებას და ღირებულების გაზრდას. მარკეტინგის ცვალებადი როლი მომსახურების სექტორში მოითხოვს მომხმარებელთა, მიწოდების არხების, ბაზრებისა და მოგების ეფექტურ მენეჯმენტს. არსებობს სამი ძირითადი ტენდენცია, რამაც გამოიწვია მომსახურების მარკეტინგის როლის შეცვლა: ტექნოლოგიური მედიაციის მზარდი მნიშვნელობა, სამომხმარებლო და პროფესიული როლის შეცვლა და ურთიერთკავშირის ფაქტორების მნიშვნელობის შემცირება მომხმარებელთა გადაწყვეტილების მიღებაში. ეს ტენდენციები ფუნდამენტურ გამოწვევას უქმნის მომსახურების მარკეტინგის სპეციალისტებს, რომ შეიმუშაონ ბიზნეს - სტრატეგიები, რაც აერთიანებს დინამიურ ცვლილებებს ბიზნეს გარემოში. მომსახურების მარკეტინგის ამოცანა აგებული უნდა იყოს კლიენტების ნდობის განმტკიცებაზე, და უნდა ითვალისწინებდეს შემდეგს: შემცირდეს მომსახურების არახელშესახებობა, დაფიქსირდეს მომსახურების მნიშვნელობა, ყურადღება გამახვილდეს მომსახურებისაგან მისაღებ სავარაუდო სარგებელზე, მომსახურების პროპაგანდისათვის მოწვეული უნდა იქნეს ცნობილი ადამიანები, უნდა მოხდეს კლიენტების სრულყოფილი ინფორმირება შეთავაზებული სერვისის და მომსახურე პერსონალის შესახებ [ქათამაძე გ., ქათამაძე დ., 2013:38]. და სხვები აცხადებენ, რომ მომსახურების კომპანიებს ხშირად შეუძლიათ შეინარჩუნონ თავიანთი გლობალური კონცეფცია ხელუხლებლად, და ადაპტირდნენ, სწორი მარკეტინგის საშუალებით. Hyder and Freigidou-Malama (2009)	cache/gs-1125.pdf	txt/gs-1125.txt
