id	author	title	date	pages	extension	mime	words	sentence	flesch	summary	cache	txt
gs-1129	Ortanezashvili , Archil ; Kukhalashvili , Davit 	Intelligence Aspects of Quadrilateral Security Dialogue to restraint Economic Expansion of China in the Indo-Pacific	2022	11	.pdf	application/pdf	3038	126	71	და არ გამოხატავდნენ ინტერესს საერთაშორისო დონეზე დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დასაცავად. დღესდღეობით, მაღალი დონის პოლიტიკური ვიზიტების რეგულარულმა გაცვლამ, მუდმივი იმპულსი მისცა ორმხრივ თანამშრომლობას ინდოეთსა და აშშ-ს შორის, ხოლო ფართო და მუდმივად გაფართოებულმა დიალოგის არქიტექტურამ შექმნა გრძელვადიანი ურთიერთობების ჩარჩო, ამ ქვეყნებს შორის. დღეის მდგომარეობით თანამშრომლობა არის ფართო და მრავალსექტორული, მოიცავს ვაჭრობასა და ინვესტიციებს, თავდაცვასა და უსაფრთხოებას, განათლებას, მეცნიერებასა და ტექნოლოგიას, კიბერუსაფრთხოებას, მაღალტექნოლოგიას, სამოქალაქო ბირთვულ ენერგიას, სოფლის მეურნეობასა და ჯანმრთელობას. ხალხთა შორის მჭიდრო კავშირი კი, ორივე ქვეყანაში, პოლიტიკურ სპექტრში, აძლიერებს ინდოეთისა და ამერიკის ორმხრივ ურთიერთობებს,51 რომლის მიღწევა სადაზვერვო პროპაგანდის გარეშე წარმოუდგენელია. ამ სახელმწიფოთა თანამშრომლობა კოსმოსში,52 მაღალ ორბიტაზე გადადის. ინდოეთი ასევე ზრდის კოსმოსში თანამშრომლობას „Quad“-ის დანარჩენ ორ წევრთან, იაპონიასთან და ავსტრალიასთან. პრაქტიკულად, პოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო და სამეცნიერო-ტექნიკური 49 'Chinese spy' seeking asylum in Australia – reports. ჩინეთის მზარდი ეკონომიკური ექსპანსიის ზრდის საფრთხის ფონზე, ქუადის დიალოგში შემავალმა სახელმწიფოებმა, აღადგინეს დიალოგი, მიზნების გაფართოებისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის კუთხით, თუმც მყარი ერთობის მიღწევა მაინც შეუძლებელი გახდა. უნდა აღინიშნოს, რომ მოწინააღმდეგის მიმართ ფსიქოლოგიური ზეგავლენის მოხდენის მიზნით განხორციელებულ ქმედებად უნდა იქნას აღქმული 2020 წლის ნოემბერში, ოთხივე ქვეყნის ფლოტის მონაწილეობა ერთობლივ წვრთნებში, რაც მათი საერთო მიზნების (მათ შორის სამხედრო დაზვერვის მიმართულებით მყარი კოორდინაციის)	cache/gs-1129.pdf	txt/gs-1129.txt
