id	author	title	date	pages	extension	mime	words	sentence	flesch	summary	cache	txt
gs-1134	Gersamia, Mariam ; Toradze, Maia 	Media Environment in Georgia during the Crisis	2022	23	.pdf	application/pdf	6559	226	71	თვითცენზურა და შიში საქართველოში დემოკრატიის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია მოქალაქეები მედიის საშუალებით, ინფორმირებულნი იყვნენ აქტუალურ საკითებზე და ეს პროცესი წარიმართოს ცენზურის გარეშე. ამ კუთხით, თვითცენზურა მედიაგარემოში არსებული ერთ-ერთი გამოკვეთილი საფრთხეა, რომელიც გარდამავალი დემოკრატიის ქვეყნებში უხილავი ხელით აკორექტირებს მედიის და საზოგადოების დღის წესრიგს. თვითცენზურის დროს ჟურნალისტი, თავდაცვის მიზნით, სხვისი მითითების ან ბრძანების გარეშე, საკუთარ ნამუშევარს მომზადების პროცესში წარმოსახვითი ცენზორის თვალით უყურებს და თავად არედაქტირებს. როგორც ნოველისტი დანილო კისი (1986)70 ამბობს, თვითცენზურა კრეატიული ენერგიის ნეგატიური პოლუსია. თვითცენზურის საკითხი მნიშვნელოვანია იმგვარად, რამდენადაც ის შესაძლოა მალავდეს იმ საფრთხეებს, რომლის წინაშეც მედიის წარმომადგენლები არიან და ღიად ვერ ან არ საუბრობენ. კისის შეფასებით, თვითცენზურასთან ბრძოლა დამთრგუნველი და დამამცირებელია, რადგან ცენზურის წინააღმდეგ ღია ბრძოლისგან განსხვავებით, რომელიც გმირობად აღიქმება, თვითცენზურასთან ბრძოლა ანონიმურია, ადამიანი მარტოა და ვერც ვერავინ ხედავს მის ბრძოლას. მკვლევრების (ლარსენის, ფადნესის და სხვ., 2020) ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა. მათ შორის, ამბის დაბალანსებულად თხრობასა და ხარისხიანი მედიაპროდუქტის შექმნაში ხელის შეშლა, რაც უმთავრესად გამოიხატება წინასწარგამიზნულად წყაროებთან ხელმისაწვდომობის შეზღუდვასა და ხელის შეშლის მიზნით ფარულ თვალთვალში; და სხვ. კვლევის შედეგად გამოიკვეთა მხარდამჭერი მედიაგარემოს გაძლიერების ინსტრუმენტები. საკვანძო სიტყვები: მედიაგარემო, ჟურნალისტების უსაფრთხოება, არჩევნები, პოლიტიზირება, საქართველო.	cache/gs-1134.pdf	txt/gs-1134.txt
