id	author	title	date	pages	extension	mime	words	sentence	flesch	summary	cache	txt
gs-1136	Khachidze, Tengiz ; Khachidze, Nikoloz 	Anti-reflective coatings for solar power optical lens concentrators of different geometric shapes	2022	5	.pdf	application/pdf	1478	55	81	, რომ კონცეტრტორად ანტიამრეკლი ფენით გამოყენებული იქნას ბრტყელ ამოზნექილი ლინზა. ლინზის სწორედ ბრტყელი მხარე იქნას გამოყენებული მზის სხივური ენერგიის მისაღებად. ამ შემთხვევაში ლინზის ზედაპირზე დაცემული ყველა სხივი იქნება მისი მართობული და შესაბამისად ანტიამრეკლი ფენის მართობულიც და ანტიამრეკლი ეფექტიც მაქსიმალურად იმუშავებს. ეს მოსაზრება გამოიცადა ექსპერიმენტალურად. პირველ შემთხვევაში ექსპერიმენტისთვის გამოყენებული იყო ორი იდენტური ლინზა, რომელთაგან ერთზე ანტიამრეკლი ფენა დაფენილი იყო ბრტყელ ზედაპირზე, ხოლო მეორეზე მრუდე ზედაპირზე. ორივე ლინზა რიგრიგობით გამოიცადა წყვილში ერთი და იმავე ფოტოელექტრულ გარდამქმნელთან მზის გამოსხივების ერთი და იგივე ინტენსივობისას. ექსპერიმენტის დროს მზის სხივური ენერგია ლინზების იმ ზედაპირზე ეცემოდა, რომელზეც დაფენილი იყო ანტიმრეკლი ფენა. ექსპერიმენტმა გვიჩვენა, რომ სხივური ენერგიის დაცემისას ლინზაზე, რომლის ბრტყელ ზედაპირზეც დაფენილი იყო ანტიამრეკლი ფენა ვიღებდით დაახლოებით 1,7%-ით მეტ ელექტრულ სიმძლავრეს ფოტოელექტრული გარდამქმნელის გამოსასვლელზე. მეორე ექსპერიმენტის შემთხვევაში გამოყენებული იქნა ერთი და იგივე ლინზა რომლის ორივე (ბრტყელ და მრუდე) ზედაპირზე იყო დაფენილი ანტიამრეკლი ფენა. მზის სხივური ენერგია ჯერ ეცემოდა ბრტყელ ზედაპირზე დაფენილ ანტიამრეკლ ფენას შემდეგ მრუდე ზედაპირზე დაფენილ ანტიამრეკლ ფენას. ამ დროს ფოტოელექტრული გარდამქმნელის გამოსასვლელზე 1,4%-ით მეტი ელექტრული სიმძლავრე მივიღეთ იმ შემთხვევაში როდესაც სინათლე ბრტყელ ზედაპირზე ეცემოდა. როგორც ვხედავთ ორივე ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ანტიამრეკლი ფენების გამოყენებისას მეტ ელექტრულ ენერგიას ვიღებთ იმ შემთხვევაში ანტიამრეკლი ფენის მქონე ლინზის ზედაპირი, რომელსაც ეცემა სხივური ენერგია ბრტყელია. მეორე ექსპერიმენტის შემთხვევაში ელექტრული სიმძლავრის ნაკლები პროცენტული მაჩვენებელი განპირობებულია იმით, რომ ამ შემთხვევაში ლინზას ორივე ზედაპირზე ჰქონდა ანტიამრეკლი ფენა და მათი ჯამური ეფექტურობა ვლინდებოდა. თუმცა უკეთესი შედეგი მაინც მიიღება, როდესაც სხივური ენერგია ეცემა ბრტყელ ზედაპირზე დაფენილ ანტიამრეკლ ფენას. კვლევები ჩატარებული იქნა ლინზების მცირე რაოდენობაზე. სიმძლავრის მატების ზუსტი პროცენტული სიდიდის დასადგენად საჭიროა ექსპერიმენტის ჩატარება დიდი რაოდენობით სხვადასხვა დიამეტრის გარდატეხის მაჩვენებლებს შორის დიდი სხვაობის გამო სინათლის სხივის ნაწილი აირეკლება კონცენტრატორის ორივე ზედაპირიდან და ვერ აღწევს ფოტოელექტრულ გარდამქმნელამდე. არეკვლის პროცენტული სიდიდე დამოკიდებულია კონცენტრატორის მასალაზე. არეკვლაზე დანაკარგები ლინზა-კონცენტრატორების გამოყენების შემთხვევაში საშუალოდ 10% აღემატება. ეს იმას ნიშნავს, რომ მზის ენერგიის მნიშვნელოვანი	cache/gs-1136.pdf	txt/gs-1136.txt
