id	author	title	date	pages	extension	mime	words	sentence	flesch	summary	cache	txt
gs-1183	KORKOTADZE , TEONA ; MCHEDLIDZE, KETEVAN ; CHABASHVILI, GIORGI ; MSHVILDADZE, VAKHTANG ; BERASHVILI, DALI 	Microstructural Feature of Salvia glutinosa L. vegetative and generative organs	2022	12	.pdf	application/pdf	2400	71	75	და ჯირკვლოვანი, ერთ ან მრავაუჯრედოვან ფეხიანი, სფეროსებრთავიანი, სეკრეტორულ შიგთავსიანი ბუსუსებით. ფოთლის ზედა ეპიდერმისის უჯრედების ზომა აღემატება ქვედა ეპიდერმული უჯრედების ზომას. შალამანდილის ფოთოლზე, ქვედა ეპიდერმისთან მიმართებაში, ბაგეები საგრძნობლად წამოწეული განწყობით ფიქსირდება. ფოროვანი გამტარი ჭურჭლების ფრაგმენტები S. glutinosa-ს ფოთლის ყუნწის (პერიპეციოლი) განივი ჭრილი მართკუთხა კონფიგურაციისაა, რომელსაც ვენტრალურ სიბრტყეში ორი გამოკვეთილი სფეროსებრი ნაკვთით აღებეჭდება. ფოთლის ყუნწის განივი ჭრილი ადაქსიალურ მხარეს (ვენტრალურ სიბრტყეში) ჩაზნექილი, ხოლო აბაქსიალურ მხარეს (დორზალურ სიბრტყეში) თაღისებრ ამოზნექილია. შალამანდილის ფოთლის ყუნწი ინტენსიურად შებუსულია, ერთ ან A B C D E F G 1 2 3 1 4 5 6 7 7 8 8 9 10 1 1 11 11 12 11 Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 367 მრავაუჯრედიანი, კონუსური და ჯირკვლოვანი, ერთ ან მრავაუჯრედოვან ფეხიანი, ასევე კონუსური, სეკრეტორულ შიგთავსიანი, სფეროსებრთავიანი ბუსუსებით. ფოთლის ყუნწის მფარავ ქსოვილს, შერეული ტიპის, კოლენქიმა ესაზღვრება. კოლენქიმურ უჯრედთა ინტენსიური დიფერენცირება, ფოთლის ყუნწის ნაკვთებსა	cache/gs-1183.pdf	txt/gs-1183.txt
