id	author	title	date	pages	extension	mime	words	sentence	flesch	summary	cache	txt
gs-1184	Tsintsadze, Iona 	Amorphous Polarity 	2022	25	.pdf	application/pdf	8324	302	84	იერარქიული პერსპექტივიდან პირველ ორი კლასი Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 381 ხელშეუხებელია. რაც შეეხება რიცხობრივს, იგი აერთიანებს როგორც პირველ ორ, ასევე ბოლო აქტორთა კლასსაც. მიდგომის განხილვის შემდეგ, შესაძლებელია, უფრო ნათლად დავინახოთ თუ რატომ მივიდნენ საპირიპირო დასკვნებამდე შროდერი/კრაეჰე და გრანერი. ამავე დროს ისიც შესაძლებელია ვამტკიცოთ, რომ ორივე დასკვნა მართებულია, რადგან ერთი გამომდინარეობს იერაქიული პერსპექტივიდან, ხოლო მეორე რიცხობრივიდან. შესაბამისად, 1815-1856 წლები იყო მულტიპოლარული, თუმცა ორ აქტორს ჰქონდა შედარებით დიდი შესაძლებლობები, ვიდრე დანარჩენს. ამგვარი შეფასების შემდეგ ლეგიტიმურია დაისვას კიხთხვა, თუ რომელი მიდგომაა უკეთესი, იერარქიული თუ რიცხობრივი. თავდაპირველად, რაც უნდა აღინიშნოს, არის ავტორის მიზანი, რომელი ტიპის აქტორების გამოკვლევას ცდილობს. აქედან გამომდინარე, მიდგომის ტიპიც მეცნიერის მიზანზეა დამოკიდებული. თუმცა, უფრო რაციონალური იქნება, თუკი კონკრეტულ გზას მკვლევარი არა საკუთარი ნება-სურვილით, არამედ ობიექტური რეალობიდან გამომდინარე აირჩევს. დიდი ალბათობით, ლოგიკური და ამავდროულად მართებული იქნება, თუკი სუპერძალებსა და დიდ ძალებს შორის არსებულ შესაძლებლობათა რადიკალური განსხვავებისას, მეცნიერი იერარქიულ მიდგომას გამოიყენებს. მაგალითად, დავუშვათ, რომ სისტემას 4 აქტორი A; B; C; და D ჰყავს, რომელთაგანაც A შესაძლობლობათა 51%-ს, B -17%-ს ხოლო დანარჩენი ორი 16-16% ფლობს. ამ შემთხევაში სისტემას შეგვიძლია ვუწოდოთ უნიპოლარული, არამარტო იმიტომ, რომ პირველ და მეორე აქტორს შორის შესაძლებლობათა განსხვავება სამჯერ დიდია, არამედ დანარჩენი აქოტორები რომ გაერთიანდნენ, მაინც ვერ გაადაჭარბებენ A ქვეყნის შესაძლებლობას. ხოლო, თუკი სათავეში არსებული აქტორის შესაძლებლობები დიდად არ აჭარბებს დანარჩენ დიდი მოთაშეების მახასიათებლებს (A 35%; B 25% C 22% D 18%), მაშინ რიცხობრივი მიდგომა იქნება შესაფერისი. აღნიშნული კვლევა ამგვარ მიმართულებას დაეყრდნობა. საკვლევი კითხვა და ჰიპოთეზა როგორც შესავალში იქნა ნახსენები, ნაშრომის მთავარი ვარაუდი ეხება სამი განსხვავებული მოსაზრების, - არსებული საერთაშორისო სისტემის (1) უნიპოლარიზმის; (2) ბიპოლარიზმისა და (3) მულტიპოლარიზმის ერთდროულ ვალიდურობას. შესაბამისად, საკვლევი კითხვა შეიძლება ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად - შესაძლებელია თუ არა, იყოს მართებული თანამედროვე საერთაშორისო პოლიტიკური სისტემის სამი უთიერთგანსხვავებული შეფასება? პირველ ქვე-ჰიპოთეზაზე დაყდნობით, ცალ-ცალკე, ეკონომიკური და სამხედრო მახასიათებლებით, სისტემა არის უნიპოლარული. იმისათვის, რომ დადგენილიყო რამდენად მართლდება ზემოაღნიშნული ვარაუდი, მოხდა შესაძლებლობის პროცენტის დაანგარიშება მთლიანი შიდა პროდუქტისა და სამხედრო დანახარჯების მონაცემებზე დაყდნობით. შეიქმნა ორი ცხრილი, სადაც პირველი მათგანი გამოითვლის მონაცემებს მსოფლიო შესაძლებლობასთან შეფარდებიდან გამომდინარე, რაც აუცილებელია იმის დასადგენად გადაილახა	cache/gs-1184.pdf	txt/gs-1184.txt
