id	author	title	date	pages	extension	mime	words	sentence	flesch	summary	cache	txt
gs-1185	Ramazashvili, Nino 	Blockchain	2022	7	.pdf	application/pdf	1611	46	67	Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 399 Georgian Scientists ქართველი მეცნიერები Vol. 4 Issue 4, 2022 https://doi.org/10.52340/gs.2022.04.04.41 ბლოკჩეინი ნინო რამაზაშვილი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აბსტრაქტი სამყარო, როგორც ვიცით ჩამოყალიბდა ტექნოლოგიური ინოვაციებით. ახალი ტექნოლოგია, Blockchain, რაც ციფრული ჩანაწერებისა და ინფორმაციის უსაფრთხო, გამჭვირვალედ გაზიარების საშუალებას იძლევა. მას შეუძლია განახორციელოს ტრანზაქციები უსაფრთხოების მაღალ დონეზე და მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს სავაჭრო ოპერაციებზე, შეამციროს თაღლითობა და გააუმჯობესოს მიკვლევადობის და ნდობის გაძლიერება ღირებულების ჯაჭვებში. ქაღალდის გარეშე ვაჭრობა, ბლოკჩეინის უნიკალურობის დადგენა, ციფრული დოკუმენტაცია, ამ ყველაფერმა ბევრ განვითარებად ქვეყანას მოუტანა უზარმაზარი მოგება, როგორც ეს განახორციელეს ერთი ფანჯრის პრინციპის წარმატებით დანერგვამ სინგაპურში, კორეაში და მექსიკაში. ეს არის „ტექნოლოგიების ბრძოლა“, რომლის მიზანია მთავრობების დარწმუნება, რომ ბლოკჩეინი უმაღლესი ტექნოლოგიაა. ბლოკჩეინი ტექნოლოგია (როგორც ბევრი სხვა ტექნოლოგია) მწიფდება. საკვანძო სიტყვები: მიწოდების ჯაჭვი, დიგიტალიზაცია, ბლოკჩეინი. მიწოდების ჯაჭვი საერთაშორისო ვაჭრობის დროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია ‘’ბლოკჩეინი’’ და სავაჭრო დოკუმენტების დიგიტალიზაცია. ბევრ ქვეყანას აქვს ციფრული განბაჟება და „ვაჭრობის ხელშეწყობის ხელშეკრულება (TFA).’’8 ეს ხელშეკრულება მიზნად ისახავს ხელი შუწყოს იმპორტის გადასახდელებისგან გათავისუფლებას და გამჭვირვალობის გაძლიერებას. ვაჭრობის ხელშეწყობა მნიშვენლოვანია განვითარებადი ქვეყნებისთვის, ყველაზე მეტად კი ეფექტური საბაჟო პროცედურების ხელშეწყობა. თუ ეს პროექტები წარმატებული იქნება, ბლოკჩეინი შეიძლება გახდეს ვაჭრობის მომავალი ინფრასტრუქტურა, თუმცაღა დარჩენილია რამდენიმე გამოწვევა რაც უნდა დაიძლიოს.  გლობალურ სავაჭრო პლატფორმებს შეუძლიათ იმუშაონ თავიანთი სრული პოტენციალით. ძირითადი ვაჭრობა გაციფრულებულია, მათ შორის ვაჭრობის დაფინანსება და განბაჟების პროცესები. საბაჟოების სრული დიგიტალიაციის პროცედურების გაციფრულება რომ მოხდეს მიმდინარეობს იმის შესწავლა თუ როგორ 8 https://www.wto.org/english/res_e/booksp_e/blockchainrev18_e.pdf Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 401 შეიძლება მოხდეს Blockchai-ს გამოყენება დოკუმენტაციის ციფრული მნიშვნელობისათვის.	cache/gs-1185.pdf	txt/gs-1185.txt
