id	author	title	date	pages	extension	mime	words	sentence	flesch	summary	cache	txt
gs-1187	Berdzenishvili, Amiran ; Ketsbaia, Kakha 	The Future of Education in the Epoch of Social-Technological Mutations based on the Experience Acquired and the Challenges Revealed in Relation to the Distance Teaching (Moodle) in the Period of the Pandemic	2022	6	.pdf	application/pdf	2409	85	54	როგორი იქნება და რა სახეს მიიღებს სამომავლოდ განათლება. ტოფლერის პასუხი ამ კითხვაზე ასეთია: განათლების ტრადიციული სისტემა აღარ იარსებებს ანუ უბრალო ენაზე რომ ვთქვათ, დღევანდელი სკოლები და უნივერსიტეტები, რა სახითაც ისინი ამჟამად არსებობენ, უბრალოდ, არ იარსებებენ. ხოლო რა სახე ექნება მომავლის განათლებას ამაზე პასუხი ცნობილ სოციოლოგს ზიგმუნტ ბაუმანს აქვს. მის მიხედვით მომავალი თხევად განათლებას ეკუთვნის. ამასთანავე ცოდნისა და მისი ტრანსლირების სისტემათა გაზომვის სტანდარტიზებული ინსტრუმენტები ამ ცოდნის წვდომის ხასიათს უკვე აღარ შეესაბამებიან. უფრო მეტიც, განათლების სისტემაც კი ცოდნის გავრცელებაში თავის პოზიციებსა და პრიორიტეტებს კარგავს. შეიძლება მათ გარეშეც კი ისწავლო და თანაც წარმატებით. ამ ახალ სამყაროში ტრანსფორმაციის შედეგი ახალი - ცოდნის საზოგადოების, საბოლოოდ, დამკვიდრება სახეზეა. ვფიქრობთ, რომ პანდემიამ ამ ტრანსფორმაციაში ამაჩქარებლის როლი შეასრულა, რომელმაც კიდევ უფრო ნათელი გახადა ინდუსტრიული ეპოქის ცოდნის, განათლებისა და მეცნიერების ნაკლოვანებაბა. ტოფლერის მიხედვით, ტრანსფორმაცია და მუტაცია შეეხება თითქმის ყველაფერს: ოჯახს, გენეტიკურ რევოლუციას, პოლიტიკას, ეკონომიკას და, რა თქმა უნდა, განათლებას. ადრეული ეპოქის განათლების სისტემა ზეინდუსტრიულ ერაში უვარგისი გახდება, ამიტომ XXI საუკუნე სოციალური კონფლიქტების, მთელი რიგი გლობალური პრობლემებისა და გამოწვევების საუკუნე იქნება. ასეთ ვითარებაში ჩნდება კითხვა:	cache/gs-1187.pdf	txt/gs-1187.txt
