id	author	title	date	pages	extension	mime	words	sentence	flesch	summary	cache	txt
gs-1188	Matsaberidze, Mamuka ; Janelidze , Inga 	For technological aspects of "smart" materials	2022	16	.pdf	application/pdf	4673	478	79	იმედი იმისა, რომ გამტარი პოლიმერები შეცვლიდნენ სპილენძს ელექტროსადენებში, ჯერ არ ახდა. ამისთვის პოლიანილინი საკმაოდ სტაბილურია, მაგრამ მისი ელექტრული გამტარობა გაცილებით დაბალია და კუთრი სითბოტევადობა უფრო დაბალია ჩვეულებრივ ლითონებთან შედარებით, ამიტომ შემადგენლობის ნებისმიერმა არაერთგვაროვნებამ შეიძლება გამოიწვიოს ადგილობრივი გადახურება და ასეთი პოლიმერული გამტარის მწყობრიდან გამოსვლა. გამტარ პოლიმერები გამოიყენება როგორც ქიმიური სენსორები, რაც ეფუძნება მათი თვისებების ცვლილებას ნაერთებთან და იონებთან ურთქმედებისას, რომლებსაც აქვთ ჟანგვა-აღდგენით აქტივობა. ამ ტიპის უმარტივესი სენსორია პოლიმერული ფირი, რომელიც მდებარეობს ელექტროდებს შორის, და რომლის წინააღმდეგობა კონტროლდება აქტიური ქიმიური ნაერთის ზემოქმედებით. მაგალითად, პოლიანილინი შექცევადად იცვლის ფერს, გარემოს მჟავიანობის ცვლილების მიხედვით, რაც გამოყენებულია pH მზომის შესაქმნელად. პოლიანილინზე დაფუძნებულ გაზის სენსორს, კერძოდ, აირადი ამიაკისა და აზოტის დიოქსიდისთვის, აქვს საკმაოდ მაღალი მგრძნობელობა. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 418 პოლიანილინი შეიძლება გამოყენებულ იქნას ანტიკოროზიული დაცვისთვის, ძირითადად ფოლადისა და ალუმინისათვის, ატმოსფერული ჟანგბადით ლითონის დაჟანგვის თავიდან აცილების ან შენელების გზით [5] ან სუპერშთამნთქმელი პოლიმერით, რომელიც გაჯირჯვდება ტენიანობის ზემოქმედებისას და „ლუქავს“ [6] ბეტონის ბზარებს. მეტალის მასალების, პოლიმერებთან შედარებით, თვითაღდგენა ბევრად უფრო რთულია, ვინაიდან ლითონის ატომები ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული, აქვთ მცირე ზომები და დაბალი დიფუზიის კოეფიციენტები. ამჟამად, სამი ძირითადი მიმართულებაა დაფუძნებული, რომლებიც შექმნილია თვითაღდგენადი ლითონის სისტემებისათვის. პირველ რიგში, ეს არის ნალექის წარმოქმნა დეფექტურ ადგილებში, რომელიც აჩერებს რღვევის შემდგომ ზრდას. ამ მექანიზმს ეწოდება დაზიანების პრევენცია, რადგან ამ პროცესის იდეა მდგომარეობს სიცარიელეების წარმოქმნის თავიდან აცილებაში, დიფუზიის გზით ნალექი ზეგაჯერებული მყარი ხსნარის	cache/gs-1188.pdf	txt/gs-1188.txt
