id	author	title	date	pages	extension	mime	words	sentence	flesch	summary	cache	txt
gs-1193	Gogiberidze, Irakli	“Deisolation” of Occupied Territories	2022	4	.pdf	application/pdf	930	12	35	„პრობლემატიკას“, თითქოსდა, ქართული მხარე იყო „დამნაშავე“ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე ჰუმანიტარულ „კატასტროფაში“, თითქოსდა, არ ეძლეოდათ „ქვეყნის“ გარეთ გასვლის, „განათლების თავისუფლად მიღების“ შესაძლებლობა თუ სხვა. თანაც, რასაკვირველია, აღნიშნული არ ვრცელდებოდა იმავე ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ეთნიკურად ქართველების მიმართ. პირიქით, წლების განმავლობაში კარგად ვიცით, თუ რა შევიწროებასა და დევნას განიცდიან იქ დარჩენილი ჩვენი თანამემამულეები: იქნება ეს თავისუფალი გადაადგილების, საკუთრების, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების, ბავშვთა თუ თვით უმთავრესი სიცოცხლის უფლების ხელყოფაც. ყოველივე ამის გარდა, ადგილი ჰქონდა და ახლაც გრძელდება „რუსიფიკაციის“ პოლიტიკა, ამასთანავე მიმდინარეობს ქართული ისტორიული მემკვიდრეობის განადგურება და შესაბამისად, ქართული კვალის წაშლა. უძველესი ხელოვნების ნიმუშები მიზანმიმართულად ნადგურდება და/ან ეცვლება პირვანდელი სახე და წარმომავლობა და შესაბამისად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართული კულტურული, ისტორიული და რელიგიური ძეგლების ვითარება დღითიდღე მძიმდება. ამას ემატება ძირძველი ქართული ტოპონიმიკის შეცვლა თუ აღმოფხვრა. თვით აფხაზები ქართული მხარის მიერ შეთავაზებულ „დეიზოლაციის“ პროცესს განიხილავდნენ საქართველოს მხრიდან არა პრობლემის გადაწყვეტის მცდელობად და სტრატეგიის ცვლილებად, არამედ გარკვეულ ტაქტიკურ გადანაცვლებად ქართულ პოლიტიკაში ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში. კერძოდ, მათი აზრით, „სახელმწიფო სტრატეგია ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში“, წარმოადგენს იმ სახის დოკუმენტს, რომელიც ითვალისწინებს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დეიზოლაციას მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებასთან უშუალო კონტაქტით და შესაბამისად, დანარჩენ სამყაროსთან მათი დაკავშირება შესაძლებელი იქნება მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობის გავლით, რაც მათივე აზრით განიხილება როგორც აფხაზეთის „ოფიციალური ხელმძღვანელობის“ დელეგიტიმიზაციის მცდელობად და მის მთავარ მიზანს წარმოადგენს აფხაზეთის მოსახლეობის „ლეგალური“ მდგომარეობიდან ქართულ იურისდიქციაში გადასვლა, რასაც შედეგად მოჰყვება რუსეთის სამხედრო ძალების გაყვანა. გამომდინარე აქედან, აფხაზური მხარე ყოველნაირად ცდილობს დეიზოლაციის იმგვარად ინტერპრეტირებას, რაც მათ საშუალებას მისცემს, ფაქტიურად სრულად გამოვიდნენ ქართული იურისდიქციიდან. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 449 „დეიზოლაცია“, როგორც ასეთი, არ წარმოადგენს საერთაშორისო სამართალში დამკვიდრებულ ტერმინოლოგიურ განსაზღვრებას და წმინდა პოლიტიკური დატვირთვის მატარებელია. საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან აღნიშნული მოწოდება არ გულისხმობს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული პოზიციის შერბილებას და „არაღიარების“ პრინციპთან წინააღმდეგობაში არ მოდის და მიმართულია კონფლიქტის დარეგულირებისკენ. თუმცა, უპირველესი მნიშვნელობა ენიჭება იმას, თუ რა კონტექსტში მოხდება დეიზოლაციის განხილვა და რას მოვიაზრებთ აღნიშნულ ტერმინში (ინტერპრეტაციის დონეზე). მოცემულ ტერმინს გაცილებით მეტი და მრავალმხრივი შინაარსი ენიჭებოდა რუსული (და შესაბამისად აფხაზური/ოსური) მხრიდანაც. იქამდე, რომ არაღიარების პრინციპსაც კი საფრთხეს უქმნიდა იმდენად გაზრდილი იყო მოთხოვნები. მიუხედავად ქართული მხრიდან კონსტრუქციული ნაბიჯების გადადგმისა (ნეიტრალური პასპორტები, ჯანდაცვის სფეროში და განათლების საკითხებში გარკვეული პოზიტიური წინადადებები თუ სხვ.), მეორე მხრიდან ეს ყოველივე არ აღიქმებოდა დეიზოლაციის ნაწილად და მოთხოვნებიც სულ უფრო იზრდებოდა. აქ რუსეთის მხარე და, შესაბამისად, მის მიერ დასმული მარიონეტული რეჟიმები ხაზს უსვამდნენ ე.წ. ჰუმანიტარულ	cache/gs-1193.pdf	txt/gs-1193.txt
