id	author	title	date	pages	extension	mime	words	sentence	flesch	summary	cache	txt
gs-1201	Nanava, Nino ; Metreveli, Sophio ; Giorgobiani, Giorgi ; Chikovani, Tinatin ; Janikashvili, Nona 	CD4+CD39+ cells in patients with hematologic malignancies	2022	19	.pdf	application/pdf	5859	316	81	26.5±19.8 0.0050 0.0007 ჰას = ჰემატოლოგიური ავთვისებიანი სიმსივნის მქონე პაციენტები განსხვავება სტატისტიკურად სარწმუნოა, თუ p<0.05 ასევე, ერთმანეთისგან სტატისტიკურად სარწმუნოდ განსხვავებულია საკონტროლო ჯგუფების მონაცემები (ჯგუფი 1 – 82.0±32.0, ჯგუფი 2 - 26.5±19.8; P=0.0007), იხ. სურათი. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 5, 2022 37 სურათი. TGF-β-ს დონე საკონტროლო ჯგუფებსა და ჰემატოლოგიური ავთვისებიანი სიმსივნის მქონე პაციენტებში TGF-b C ontr ol 1 C ontr ol 2 H M 0 50 100 150 ** *** n g /m L ** - გამოხატავს სარწმუნო განსხვავებას, როდესაც P ≤ 0.01. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 5, 2022 22 Georgian Scientists ქართველი მეცნიერები Vol. 4 Issue 5, 2022 https://doi.org/10.52340/gs.2022.04.05.03 CD4+CD39+ უჯრედები ჰემატოლოგიური ავთვისებიანი სიმსივნეების მქონე პაციენტებში ნინო ნანავა1, სოფიო მეტრეველი1, გიორგი გიორგობიანი2, თინათინ ჩიქოვანი1, ნონა ჯანიკაშვილი1 1იმუნოლოგიის დეპარტამენტი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო 2ქირურგიის დეპარტამენტი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო აბსტრაქტი T ლიმფოციტებში ექტონუკლეოტიდაზა CD39-ის ექსპრესიის ცვლილება აღწერილია სხვადასხვა იმუნოპათოლოგიის დროს სოლიდური სიმსივნეების ჩათვლით. თუმცა საკმაოდ მწირია ინფორმაცია ჰემატოლოგიური ავთვისებიანი სიმსივნეების მქონე პაციენტებში ამ იმუნომარეგულირებელი მოლეკულის მატარებელ უჯრედებზე. წინამდებარე კვლევის მიზანს წარმოადგენდა CD39+ უჯრედების სიხშირის შესწავლა ჰემატოლოგიური ავთვისებიანი სიმსივნის მქონე პაციენტების სისხლისა და ელენთის CD4+ პოპულაციაში და სისტემური ანთების სისხლის ბიომარკერებთან მათი კორელაციის დადგენა. კვლევა ჩატარდა ჰემატოლოგიური ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზის მქონე შვიდ პაციენტზე, რომელთაც თერაპიული ჩვენებით ჩაუტარდათ სპლენექტომია. კონტროლად გამოყენებულ იქნა სპლენექტომირებული პაციენტების ორი ჯგუფი. პირველ საკონტროლო ჯგუფს შეადგენდა ექვსი პაციენტი, რომელთაც არ ჰქონდათ სიმსივნური ან აუტოიმუნური დაავადებების დიაგნოზი, ხოლო მეორე საკონტროლო ჯგუფს წარმოადგენდა იმუნური თრომბოციტოპენიის (ითპ) დიაგნოზის მქონე ცხრა პაციენტი. დადგინდა, რომ ჰემატოლოგიური ავთვისებიანი სიმსივნის მქონე პაციენტთა სისხლსა და ელენთაში CD4+CD39+ უჯრედების რაოდენობა არ განსხვავდება იმ სპლენექტომირებულ პაციენტთა ანალოგიური მაჩვენებლებისგან, ვისაც არ აქვს რაიმე სახის კიბო ან აუტოიმუნური დაავადება. ჰემატოლოგიური ავთვისებიანი სიმსივნის მქონე პაციენტების ელენთაში CD4+CD39+ უჯრედების სიხშირე მნიშვნელოვნად აღემატება ითპ პაციენტების ანალოგიურ მაჩვენებელს. ამავდროულად, ძლიერი უარყოფითი კორელაცია დასტურდება საკვლევი ჯგუფის პაციენტთა ელენთაში CD4+CD39+ უჯრედების სიხშირესა და სისხლში თრომბოციტების მონოციტებთან ფარდობას შორის. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 5, 2022 23 საძიებო სიტყვები: CD4+CD39+ T ლიმფოციტები, ანთებითი მარკერები, ჰემატოლოგიური ავთვისებიანი სიმსივნე შესავალი ჯანმრთელ ქსოვილებში უჯრედგარე ატფ-ის კონცენტრაცია უმნიშვნელოა. თუმცა, ანთების პირობებში და ისეთი სტიმულის საპასუხოდ, როგორიცაა ჰიპოქსია/ქსოვილის დაზიანება ან სიმსივნე, ატფ-ის რაოდენობა მნიშვნელოვნად იმატებს (Moestra et al., 2020; Mittal et al., 2016; Di Virgilio et al., 2017).	cache/gs-1201.pdf	txt/gs-1201.txt
