id	author	title	date	pages	extension	mime	words	sentence	flesch	summary	cache	txt
gs-1206	Robakidze, Maya 	Comparative description of Sets fixed through the different channels: Print version was published: PERIODICAL SCIENTIFIC JOURNAL “INTELECT” №3(23), 2005	2022	3	.pdf	application/pdf	1502	58	84	ტოლობა მიიღწეოდა დიდი და მცირე ობიექტების (წრეწირების) ერთმანეთისაგან ისეთ მანძილზე დაშორებით, რომ მათი დიამეტრების რეტინალურ გამოსახულებათა სიდიდეები ტოლი ყოფილიყო. ექსპერიმენტის სამივე ვარიანტის კრიტიკულ ცდაში გამოვლინდა ფიქსირებული განწყობის კონტრასტული ეფექტები. აღსანიშნავია, რომ სენსორულ უტოლობაზე ფიქსირებული განწყობა, ისევე როგორც პერცეფტული განწყობა, შემუშავებული ტრადიციული პროგრამით, არის უფრო ძლიერი და მტკიცე, ვიდრე განცდისეულ უტოლობაზე ფიქსირებული. არ აღმოჩნდა სანდო განსხვავება განწყობის ილუზიათა სიხშირეთა განაწილებაში და არც განწყობის სიმტკიცის მაჩვენებელში I და III სერიას, ე.ი. განწყობის კლასიკურ ვარიანტსა და სენსორულ უტოლობაზე ფიქსირებულ განწყობას შორის. ფიქსირებული განწყობის ტიპის დადგენისას გამოყენებული იყო ტრადიციული მეთოდი: განწყობის ფიქსაციის ცდები განმეორებით ტარდებოდა დროის გარკვეული ინტერვალის შემდეგ. ექსპერიმენტები ჩატარდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. თითოეულ სერიაში მონაწილეობა მიიღო 30 ცდის პირმა. მათი 1 19.00.00 ფსიქოლოგიური მეცნიერებანი PSYCHOLOGICAL SCIENCES მაია რობაქიძე განსხვავებული არხებით ფიქსირებულ განწყობათა შედარებითი დახასიათება განწყობის კლასიკურ ექსპერიმენტებში საგანწყობო ობიექტების რაოდენობრივი პარამეტრების აღბეჭდვისას დაცულია მსგავსების პრინციპი: ობიექტურად დიდი საგანი დიდადაა აღბეჭდილი როგორც სენსორულ ხატში, ასევე განცდაშიც. ეს იმას ნიშნავს, რომ სენსორული და პერცეფტული არხებით სუბიექტის მიერ მიღებული ინფორმაცია ერთმანეთის იზომორფულია. მაგრამ როგორია განწყობის ფიქსაციის შესაძლებლობა სენსორულ და პერცეფტულ ხატებზე სიტუაციის პარამეტრების ანიზომორფული აღბეჭდვის შემთხვევაში?	cache/gs-1206.pdf	txt/gs-1206.txt
