id	author	title	date	pages	extension	mime	words	sentence	flesch	summary	cache	txt
gs-1207	Matsaberidze, Mamuka; Janelidze, Inga	For the chemistry of cultural heritage (Part I - for fresco conservation/restoration)	2022	18	.pdf	application/pdf	4941	134	67	რადგან წერის ამ ტექნიკამ, რომელიც ანტიკურ პერიოდში ჩაისახა და გავრცელდა სხვადასხვა ხალხებში და რეგიონებში, განიცადა უამრავი ცვლილება, იმის მიხედვით, თუ რა ამოცანა იდგა ამა თუ იმ პერიოდის მხატვრული პროგრამის წინაშე და რა საშუალებები და როგორი ტრადიციული სკოლა არსებობდა აღნიშნულის შესასრულებლად. ერთადერთი მუდმივობა, რაც ყველა არსებულ სახელოვნებო მოდიფიკაციას აერთიანებს, ეს არის ჩამქრალი კირის გრუნტი და პიგმენტები, სხვა დანარჩენი - გრუნტის რეცეპტურა, მისი დადების წესი, საღებავების ასორტიმენტი, და, რაც მთავარია, მხატვრული წერის სისტემა, იცვლებოდა მოთხოვნილებისა და არსებული საშუალებების მიხედვით. ნამდვილი ფრესკის ტექნიკით ე.ი. კირის სველ ზედაპირზე, წყალში ან ჩამქრალ კირში შეზელილი პიგმენტებით წერა, როდესაც ყველა ელემენტი ამ ტექნიკითაა შესრულებული, გამოიყენებოდა იშვიათად. ისტორიულად ევროპის სხვადასხვა რეგიონებში, ანტიკური პერიოდიდან დაწყებული XIX საუკუნის ჩათვლით, კედლის მხატვრობაში გამოიყენებოდა შერეული მასალები და, აღნიშნულიდან გამომდინარე, მხატვრობაც შერეული ტექნიკით სრულდებოდა. ამ თვალსაზრისით აღინიშნება ოთხი ძირითადი მეთოდოლოგია, რომელიც სხვადასხვა საჭიროებით და ინტენსივობით გამოიყენებოდა. მათი ერთობლიობა ქმნის წერის მანერას, Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 5, 2022 67 რომელიც ფრესკის საფუძველს წარმოადგენს. მხატვრული წერის ასეთი სისტემა, ანუ კედლის მხატვრობა მოიცავს: ა) ფრესკა (ნამდვილი ფრესკა) ანუ წერა სველი კირის გრუნტზე, როდესაც პიგმენტების მაკავშირებლად სუფთა წყალი ან იგივე ჩამქრალი კირია გამოყენებული; ბ) ჩამქრალი კირის საღებავები, რომლებშიც შემკვრელად იგივე კირი ან კირრძეა გამოყენებული, ოღონდ ასეთი საღებავებით წერდნენ მშრალ ზედაპირზე ან ხდებოდა გამშრალი საღებავების ფენების გადაწერა, შესწორება, დამთავრება; გ) ტემპერის საღებავები, ძირითადად მთლიანი კვერცხის ტემპერა, რომლითაც სრულდებოდა გამშრალი საღებავების ფენების გადაწერა ან დამთავრება. ასეთ შემადგენლობებში გამოიყენებოდა პიგმენტები, რომელთაც არ მოეთხოვებათ ტუტეგამძლეობა, რადგან კედელი მშრალია და კალციუმის ტუტეს არ შეიცავს; დ) წებოს საღებავები, რომელიც იმავე დანიშნულებით გამოიყენებოდა, როგორც ტემპერა. ფრესკას, როგორც წერის ტექნიკას სველი კირის საფუძველზე, გააჩნია მრავალი მოდიფიკაცია და სახესხვაობა, რომლებშიდაც გამოიყენება სხვადასხვა მასალა, შესრულების წესი, მხატვრობის ფორმა. მათ აერთიანებთ მხოლოდ ერთი რამ, რომელიც ყოველთვის რჩება უცვლელი - გრუნტისა და ხშირად - პიგმენტების შემკვრელად გამოიყენება ჩამქრალი კირი. პირველი ფენებისათვის საბერძნეთში ბათქაში მზადდებოდა კირისა და ქვიშისაგან. ზედა ფენებში კირს დაფქულ მარმარილოს ურევდნენ. კედლები რომ არ დამსკდარიყო, საბათქაშე მასას მცირე რაოდენობის წყალში ზელდნენ, შენობის შიგა კედლებს ორ ფენად ლესავდნენ, გარეთა კედლებს კი - ექვს-შვიდჯერ. ფენები იდებოდა თანმიმდევრობით წინამდებარე ფენის გაშრობამდე. ამგვარი ნალესობის გაშრობა მიმდინარეობდა ხანგრძლივად, ამიტომ მასზე მუშაობა შეიძლებოდა რამდენიმე დღის განმავლობაში. ბოლო ფენას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა. მას საგულდაგულოდ ასწორებდნენ და აკრიალებდნენ, ამიტომ ანტიკური ხანის ფრესკის ზედაპირი განსაკუთრებული ბზინვარებით გამოირჩევა. ამ თვისების გამო ზოგიერთმა მკვლევარმა Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 5, 2022 58 Georgian Scientists ქართველი მეცნიერები Vol. 4 Issue 5, 2022 https://doi.org/10.52340/gs.2022.04.05.09 კულტურული მემკვიდრეობის ქიმიისათვის (ნაწილი I - ფრესკის კონსერვაცია/რესტავრაციისათვის) მამუკა მაცაბერიძე1, ინგა ჯანელიძე2 1პროფესორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიის და მეტალურგიის ფაკულტეტი 2ასოცირებული პროფესორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიის და მეტალურგიის ფაკულტეტი აბსტრაქტი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა, როგორც ჩვენი ქვეყნის სულიერი და მატერიალური კულტურის განვითარების უკვდავი მატიანე, ქართველი ერის თვითშეგნების ჩამოყალიბებისა და თვითმყოფადი ეროვნული კულტურის უწყვეტობის წინაპირობა და კაცობრიობის კოგნიტურ-სახელოვნებო საგანძურის განუყოფელი ნაწილია. წინამდებარე სტატია წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის კონსერვაციის გეგმის მეთოდოლოგიური მხარდაჭერის მცდელობას. როგორც ცნობილია კულტურული მემკვიდრეობის კონსერვაციის გეგმა მოიცავს მეცნიერულ, მეთოდოლოგიურ და პრაქტიკულ რეგლამენტირებას, განსაზღვრავს ძირითად რეგულაციებსა და მისაღები სამუშაოების ნუსხას, აგრეთვე მატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა შენარჩუნებისა და გამოყენების პროცედურებს. სტატიაში განხილულია კულტურული მემკვიდრეობის დაცვისათვის გამოყენებადი ქიმიური სუბსტანციების ფუნქციური მახასიათებლები და ფრესკის ფერწერული ფენის ხანგამძლეობაზე მოქმედი რისკ-ფაქტორების მართვის ქიმიური ასპექტები. საკვანძო სიტყვები: კულტურული მემკვიდრეობა, კულტურული მემკვიდრეობის კონსერვაციის გეგმა, ქიმიური სუბსტანციების ფუნქციური მახასიათებლები, ფრესკის ფერწერული ფენის ხანგამძლეობაზე მოქმედი რისკ-ფაქტორები, ვენეციის ქარტია, UNESCO, ICOMOS, კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 5, 2022 59 ავთენტურობა, კულტურული მემკვიდრეობის კონსერვაცია, ჯონ რასკინი, უილიამ მორისი, ეჟენ ვიოლე-ლე- დიუკი, მაღალმოლეკულური ნაერთების სასიცოცხლო ციკლი, სარესტავრაციო/საკონსერვაციო მასალა, ქარხნულად დამზადებული სარესტავრაციო/საკონსერვაციო პოლიმერული მასალები, ფრესკული კულტურული მემკვიდრეობის დასაცავი ქიმიური სუბსტანციები, ჩამქრალი კირის საღებავები, წებოს საღებავები, ტემპერის საღებავები, ჩენინო ჩენინი, ჯორჯო ვასარი, ჯოტო, მიქელანჯელო, პერუჯინო, „ტრილონ ბ“, BASF, ხელატირების ფუნქციის ქიმიური აგენტი - Chelating Agent, პოლიელექტროლიტი, იზოპროპილის- და უაით სპირტები, ფიჭვის ეთერზეთი, პინენი, მეთილცელულოზა, კარბოქსიმეთილცეცულოზა, პოლივინილის სპირტი, ფრესკის გაწმენდა ჭვარტლისა და ფისისებრი ნივთიერებებისაგან, ქსილოლი, ტოლუოლი, საფრესკო ანტისეპტიკები, კატამინ AB, პოლიმერული ბიოციდი კატაპოლი (Catapol), ბიოციდური პროდუქტების დირექტივა REACH (Registration, Evaluation, and Authorisation of Chemicals) -	cache/gs-1207.pdf	txt/gs-1207.txt
