id	author	title	date	pages	extension	mime	words	sentence	flesch	summary	cache	txt
gs-1209	Arveladze, George; Beriashvili, Rima; Kepuladze, Shota; Burkadze, George 	Problemic issues in Molecular Characterization, Risk of Progression and Recurrence of Basal Cell and Squamous Cell Carcinomas of the Skin	2022	11	.pdf	application/pdf	3287	101	76	Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 5, 2022 86 Georgian Scientists ქართველი მეცნიერები Vol. 4 Issue 5, 2022 https://doi.org/10.52340/gs.2022.04.05.11 კანის ბაზალურუჯრედოვანი და ბრტყელუჯრედოვანი კარცინომების პროგრესიისა და რეციდივის კლინიკური კვლევებით ნაჩვენებია, რომ იმ ინდივიდებში, რომლებშიც ვითარდება კანის ბაზალური კარცინომა, ასევე აღინიშნება ბაზალურუჯრედოვანი კარცინომის ახალი უბნის განვითარების მაღალი რისკი. გარდა ამისა, იმატებს კანის სხვა სიმსივნეების განვითარების რისკიც, მათ შორის მელანომისა და ბრტყელუჯრედოვანი კარცინომის. ბოლო 20 წლის განმვალობაში ბაზალურუჯრედოვანი კარცინომის და ბრტყელუჯრედოვანი კარცინომის განვითარების რისკი გაიზარდა 35% და 133%-ით შესაბამისად.[8], [9] ბაზალურ უჯრედოვანი კარცინომები ხშირად კლასიფიცირდება როგორც აგრესიული და არააგრესიული. ბაზალურუჯრედოვანი კარცინომის მიკრონოდულური, ინფილტრაციული და სკლეროდერმიფორმული ჰისტოლოგიური ქვეტიპები ითვლება შედარებით უფრო აგრესიულად, ზედაპირულ და ნოდოლურ ქვეტიპებთან შედარებით. რაც შეეხება ბრტყელუჯრედოვან კარცინომებს, არჩევენ მრავალ ჰისტოლოგიურ ტიპს, თუმცა შესაძლებელია მათი ორ ძირითად ქვეტიპად დაყოფა, როგორიცაა კერატინიზებული და არაკერატინიზებული ბრტყელუჯრედოვანი კაცრინომები. სხვადასხვა კვლევებით ნაჩვენებია, რომ არაკერატინიზებული ბრტყელუჯრედოვანი კარცინომები ხასიათდებიან ადამიანის პაპილომავირუსთან მკვეთრი ასოციაციით. გარდა ამისა, არსებობს მოსაზრება, რომ ბრტყელუჯრედოვანი კარცინომების დროს კერატინიზაცია ასოცირდება გაზრდილ სიკვდილიანობასთან	cache/gs-1209.pdf	txt/gs-1209.txt
