id	author	title	date	pages	extension	mime	words	sentence	flesch	summary	cache	txt
gs-1210	Sakandelidze, Reniko ; Lomsianidze, Izolda ; Julakidze, Erekle ; Rusadze, Khatuna 	A Study of Anxiety-Related Behavior under Conditions of Oxidative Stress Caused by Hydrogen Peroxide	2022	11	.pdf	application/pdf	3069	106	77	I ჯგ. საკონტროლო 8 7 IV- 0.1% იან H2O2 9.5 5,5 V- 0.2% იან H2O2 13 2 წყალბადის ზეჟანგის 0,1 % და 0.2% წყალხსნარის მიღება ქრონიკულად 25 დღე დიაგრამა 2 წყალბადის ზეჟანგის 0,1 % და 0.2% წყალხსნარის მიღება ქრონიკულად 25 დღე მონაცემების შეჯამება და დასკვნები 0 2 4 6 8 10 12 საკონტროლო (I ჯგუფი) 0.1% იანი (II ჯგუფი) 0.2%იანი (III ჯგუფი) შ ფ ო თ ვი ს ს ი დ ი დ ე 0 2 4 6 8 10 12 14 საკონტროლო (I ჯგუფი) 0.1% იანი (IV ჯგუფი) 0.2%იანი (V ჯგუფი) შ ფ ო თ ვი ს ს ი დ ი დ ე Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 5, 2022 104 მიღებული ექსპერიმენტული მონაცემების ანალიზი გვიჩვენებს: წყალბადის ზეჟანგით ინდუცირებული ოქსიდაციური სტრესი, როდესაც მისი კონცენტრაცია სასმელ წყალში არ აღემატება 0.1%-ს და მიღების ხანგრძლივობა - 10 დღეს (II - ჯგუფი ) ჯერ კიდევ ვერ იწვევს საექსპერიმენტო ცხოველების ლოკომოტორული აქტივობის სტიმულირებას და შესაბამისად საკონტროლო ჯგუთან შედარებით არ ხდება შფოთვის ფსიქო-ემოციური მდგომარეობის ცვლილება. წყალბადის ზეჟანგით ინდუცირებული ოქსიდაციური სტრესი, როდესაც მისი კონცენტრაცია სასმელ წყალში არ აღემატება 0.1% და მისი მიღების ხანგრძლივობა კი - 25 დღეს (IV-ჯგუფი), იწვევს ცხოველების ლოკომოტორული აქტივობის სტიმულირებას და შესაბამისად შფოთვის ფსიქო-ემოციური მდგომარეობის ნორმის ფარგლებში მაქსიმალურ გაუმჯობესებას. აღნიშნული ფაქტი დაკავშირებული უნდა იყოს ოქსიდაციური სტრესით გამოწვეული ჰორმეზისის ფენომენის აღმოცენებასთან, რამაც განაპირობა შფოთვის ფსიქო-ემოციური მდგომარეობის გაუმჯობესება და მისი სტაბილურად შენარჩუნება. III-ჯგუფის ცხოველების მიმართ წყალბადის ზეჟანგის კონცენტრაციის გაორმაგებამ სასმელ წყალში (H2O2 0.2% წყალხსნარი), რომლის მიღების ხანგრძლივობა იყო 10 დღე, საკონტროლო ჯგუფთან შედარებით, სტატისტიკურად გამოიწვია ლოკომოტოპული აქტივობის ნაწილობრივი შემცირება და შესაბამისად შფოთვის ფსიქო-ემოციური მდგომარეობის ნორმის ფარგლბში გაუმჯობესება. ცხოველთა ამ ჯგუფში მიღეული შედეგი გვიჩვენებს, რომ სასმელ წყალში წყალბადის ზეჟანგის კონცენტრაციის გაორმაგებული დოზა, რომელსაც ახასიათებს ორგანიზმში აკუმულაციის უნარი, გახდა მიზეზი ოქსიდაციური სტრესის აღძვრის, რამაც თავის მხრივ განაპირობა ჰორმეზისის ფენომენის გამოვლენა და შესაბამისად შფოთვის ფსიქო-ემოციური მდგომარეობის გაუმჯობესება. როგორც მოსალოდნელი იყო, წყალბადის ზეჟანგის კონცენტრაციის გაორმაგებამ სასმელ წყალში H2O2 0.2% ხსნარი და მისი მიღების 25 დღიანმა ხანგრძლივობამ გამოიწვია ჰორმეზისის ფენომენის ქცევითი გამოვლენის სრული დარღვევა, ლოკომოციის შემცირება და შესაბამისად შფოთვის ფსიქო-ემოციური მდგომარეობის გაძლიერება. ამრიგად, მიუხედავად იმისა, რომ ოქსიდაციური სტრესი ჩართულია მრავალი პათოლოგიური პროცესის განვითარებაში, აღმოჩნდა, რომ მას შეუძლია შეასრულოს დადებითი როლი ნეიროპლასტიურობის, ფსიქო-ფიზიოლოგიური ადაპტაციის რეგულირებაშიც. ჩვენი შედეგების ანალიზი საშუალებას გვაძლევს აღვნიშნოთ, რომ ექსპერიმენტში მცირე დოზიანი სტრესოგენური ფაქტორის (წყალბადის ზეჟანგის H2O2 0.1%) ქრონიკული მოქმედების პირობებში ადგილი აქვს შფოთვის ფსიქო-ემოციური მდგომარეობის გაუმჯობესებას და მის სტაბილურ შენარჩუნებას ნორმის მაქსიმალურ ფარგლებში, გამოწვეულია ჰორმეზისის მოვლენის ქცევითი გამოვლინებით. სტრესოგენული ფაქტორის „დოზის“ მატებამ ანუ გაორმაგებამ (წყალბადის ზეჟანგის 0.2% წყალხსნარის ქრონიკული მიცემა) გამოიწვია ჰორმეზისის ფენომენის დათრგუნვა. ამით კიდევ ერთხელ დასტურდება ჰორმეზისის ფენომენის ძირითადი არსი, რომ სტრესოგენული ფაქტორის დაბალი დოზების დადებითი და მაღალი დოზების უარყოფითი ეფექტი შფოთვის ფსიქო-ემოციური მდგომარეობაზე. ბიომედიცინის თვალსაზრისით ჰორმეზისით აღწერენ ისეთ მოვლენას, როდესაც დაბალი დოზის ტოქსინების, ან სხვა სტრესოგენული ფაქტორების საპასუხოდ ორგანიზმში ვითარდება ბიოლოგიურად დადებითი რეაქცია. იგულისხმება ადაპტური სტრეს-რეაქცია, რომელიც უზრუნველყოფს უჯრედების მდგრადობას ამ რეაქციის მასტიმულირებელი აგენტის უფრო ძლიერი (დამღუპველი) დოზებისადმი. შფოთვა ნებისმიერი ჯამრთელი ადამიანისა და ძუძუმწოვარი ცხოველისათვის დამახასიათებელი ემოციური მდგომარეობაა, რომელსაც გარეგანი გამოხატულება ხშირად არ გააჩნია, მაგრამ მისი განცდა არსებითად, საფრთხის, მარცხის ან უსიამოვნების მოლოდინში გამოიხატება. შფოთვა სრულიად ნორმალური ემოციური მდგომარეობაა, რომელიც ნორმის ფარგლებში, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია (2,5).	cache/gs-1210.pdf	txt/gs-1210.txt
