id	author	title	date	pages	extension	mime	words	sentence	flesch	summary	cache	txt
gs-1211	Kveliashvili, Tamta; Didava, George; Kepuladze, Shota; Burkadze, George 	Problematic issues of the mucous membrane inflammatory changes of the gallbladder and the features of hormonal expression in the development of dysplasia-carcinoma consequence	2022	12	.pdf	application/pdf	3657	162	81	Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 5, 2022 108 Georgian Scientists ქართველი მეცნიერები Vol. 4 Issue 5, 2022 https://doi.org/10.52340/gs.2022.04.05.13 ნაღვლის ბუშტის ლორწოვანი გარსის ანთებითი ცვლილებებისა და ჰორმონული ექსპრესიის თავისებურებების პრობლემური საკითხები დისპლაზია-კარცინომის განვითარებაში თამთა ყველიაშვილი1, გიორგი დიდავა2, შოთა კეპულაძე3, გიორგიბურკაძე; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი აბსტრაქტი ნაღვლის ბუშტის კარცინომა წარმოადგენს ბილიარული ტრაქტის ყველაზე ხშირ სიმსივნეს. იგი შედარებით იშვიათად გვხვდება დასავლეთის ქვეყნებში. თუმცა, ფართოდაა გავრცელებული დედამიწის სხვადასხვა რეგიონებში, განსაკუთრებით კი განვითარებად ქვეყნებში. ნაღვლის ბუშტის კარცინომის მკურნალობის ყველაზე ეფექტური მეთოდია რადიკალური ქოლეცისტექტომია. თუმცა, სამწუხაროდ პაციენტთა მხოლოდ 10-30% ექვემდებარება აღნიშნულ მკურნალობის მეთოდს, შემთხვევათა 70-90%-ის შორსწასულ სტადიაზე დიაგნოსტირების გამო. ნაღვლის ბუშტის კარცინომის განვითარება დაკავშირებულია სხვადასხვა გარემო და გენეტიკურ ფაქტორებთან. ნაღვლის ბუშტის კარცინომის განვითარება ასოცირდება ქრონიკული ანთების არსებობასთან და/ან სპეციფიკური ქიმიური ნივთირებების, მძიმე მეტალების და საკვები ფაქტორების ზემოქმედებასთან. ზუსტი მექანიზმი, თუ როგორ ხდება ქოლელითიაზის ფონზე ნაღვლის ბუშტის კარცინომის განვითარება, ჯერ-ჯერობით ბოლომდე ნათელი არაა. ნაღვლის ბუშტის ანთებითი დაზიანებების დროს, ნაღვლის ბუშტის ეპითელიუმის პროლიფერაციული ინდექსის ცვლილებები ჯერ-ჯერობით შესწავლილი არაა. გარდა პროლიფერაციული მარკერებისა, ასევე ნაჩვენებია, რომ მრავალი სიმსივნის პათოგენეზში მნიშვნელოვან როლს ასრულებს უჯრედის აპოპტოზური აქტივობის შემცირება. თუმცა ნაღვლის ბუშტის კარცინომების აპოპტოზური აქტივობის შესახებ ლიტერატურული მონაცემები არასრული და ურთიერთწინააღმდეგობრივია. საკვანძო სიტყვები: ნაღვლის ბუშტის კარცინომა ჰორმონული რეცეტორები; პროლიფერაციულ-აპოპტოზური მარკერები; Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 5, 2022 109 ნაღვლის ბუშტის კარცინომა წარმოადგენს ბილიარული ტრაქტის ყველაზე ხშირ სიმსივნეს. იგი შედარებით იშვიათად გვხვდება დასავლეთის ქვეყნებში. თუმცა, ფართოდაა გავრცელებული დედამიწის სხვადასხვა რეგიონებში, განსაკუთრებით კი განვითარებად ქვეყნებში. მსოფლიოს მასშტაბით 100 000 მოსახლეზე ნაღვლის ბუშტის კარცინომის ინციდენტობა შეადგენს 2,3%-ს, ხოლო საქართველოს მასშტაბით კი 1,3%-ს. ნაღვლის ბუშტის კარცინომა დასაწყის ეტაპზე უსიმპტომოდ მიმდინარეობს რაც ართულებს მის გამოვლენას და მკურნალობას[1]. ნაღვლის ბუშტის კარცინომის არაქირურგიული მკურნალობის მეთოდებიდან ყველაზე ხშირად გამოიყენება ქიმიოთერაპია და სხივური თერაპია[4][5].	cache/gs-1211.pdf	txt/gs-1211.txt
