id	author	title	date	pages	extension	mime	words	sentence	flesch	summary	cache	txt
gs-1213	Ebralidze, Lela 	The Symbolic Meaning of White and Red Roses in Oscar Wilde’s Fairy Tales	2022	14	.pdf	application/pdf	4065	146	82	Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 5, 2022 120 Georgian Scientists ქართველი მეცნიერები Vol. 4 Issue 5, 2022 https://doi.org/10.52340/gs.2022.04.05.14 თეთრი და წითელი ვარდების სიმბოლიკა ოსკარ უაილდის ზღაპრებში ლელა ებრალიძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი, ფილოლოგიის დოქტორი https://orcid.org/0000-0003-0802-4085 აბსტრაქტი სტატიაში საუბარია თეთრი და წითელი ფერების, უფრო კონკრეტულად კი თეთრი და წითელი ვარდების სიმბოლურ დატვირთვაზე ოსკარ უაილდის ზღაპრებში. ხსენებულ ფერებთან დაკავშირებული ასოციაციების საილუსტრაციო მაგალითებში შეგვხვდა ბევრი შემთხვევა, როდესაც ერთმანეთის გვერდიგვერდ იყო ნახსენები თეთრი და წითელი ვარდები. შესაბამისად, გავეცანით კვლევებს არა მხოლოდ თეთრი და წითელი ფერების, არამედ ვარდის ზოგადი სიმბოლიკის შესახებ. ამის ფონზე განვიხილეთ, თუ რა კონოტატიურ მნიშვნელობათა მატარებელია თეთრი და წითელი ფერები, თეთრი და წითელი ვარდები ოსკარ უაილდის ნაწამორმოებებში. გამოიკვეთა მთელი რიგი მნიშვნელობები, როგორიცაა, უმანკო თუ ვნებიანი სიყვარული, ცოდვის სისხლით გამოსყიდვა და სულიერი განწმენდა, ხელოვნება. ყოველივე ეს თავად ავტორის პიროვნებას და ცხოვრებას ასახავს და ნათელ გვინდა პარალელი გავავლოთ ზღაპართან The Nightingale and the Rose („ბულბული და ვარდი“), სადაც თეთრი ვარდი უმანკო, წითელი ვარდი კი ვნებიანი, მგზნებარე სიყვარულის გამომხატველია. თუმცა, ამ ზღაპარში ვარდი არაერთმნიშვნელოვან სიმბოლოდ გვევლინება. https://www.coursehero.com/lit/The-Nightingale-and-the-Rose/character-analysis/#Nightingale Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 5, 2022 130 უპირველეს ყოვლისა, იგი წარმოადგენს ხელოვნებას, რადგან ბულბულის მშვენიერი სიმღერისა და თავგანწირვის ნაყოფია. ბულბული როგორც ხელოვანი საკუთარი სიმღერით ამოიყვანს მას და საკუთარი გულის სისხლით შეღებავს წითლად, ვარდი არის ხელოვნება, რომელიც მსხვერპლს მოითხოვს ჭეშმარიტი ხელოვანისგან და ისიც სიცოცხლეს დაუფიქრებლად სწირავს, თუმცა დაუფასებელი რჩება. აქ იხატება თავად უაილდის პიროვნება, რომელიც ხელოვნებას ყველაფერზე მაღლა აყენებდა და სწორედ ხელოვნებასა და სილამაზეში ეძიებდა თავშესაფარს რეალური სამყაროს ფარისევლობისა და ვერცხლისმოყვარეობისაგან. მეტად საგულისხმოა ის შემთხვევები, როდესაც უაილდი ვარდებს და ზოგადად ყვავილებს ცოდვებისაგან განწმენდისა და ღვთაებრივი სიყვარულის სიმბოლოდ იყენებს. გარდაცვლილი თავკერძა გოლიათის ცხედარს საკუთარ ბაღში თეთრი ყვავილებით დაფარულს პოულობენ მას შემდეგ, რაც პატარა ბიჭი, ქრიტეს რომ განასხიერებს, მას გამოეცხადება და სამოთხეში წაიყვანს; ზღაპარში “The Fisherman and his Soul” სიყვარულისათვის დაღუპული პატარა ქალთევზა ტალღებზე ტივტივებს როგორც ვერცხლზე უფრო თეთრი, ქაფივით თეთრი ყვავილი; თეთრი და წითელი ვარდები ერთად გვხვდება ზღაპარში “The Young King,” რომლის მთავარი გმირი ჭეშმარიტებას ეზიარება და სულიერად ამაღლებული უფლისაგან კურთხევას მიიღებს. ოსკარ უაილდი იზარებს ქრისტიანულ ლიტერატურაში დამკვიდრებულ სიმბოლიკას, რომლის მიხედვითაც წითელი ვარდი წამებას, ჯვარცმას, ქრისტეს მიერ დაღვრილ სისხლს განასახიერებს, თეთრი ვარდს კი ამ გზით განწმენდის, მიტევების სიმბოლოდ წარმოგვიდგენს. ცოდვის სინანულით, სისხლით გამოსყიდვის თემა ყველაზე მეტად არის წინ წამოწეული პოემაში	cache/gs-1213.pdf	txt/gs-1213.txt
