id	author	title	date	pages	extension	mime	words	sentence	flesch	summary	cache	txt
gs-1214	Matsaberidze, Mamuka; Janelidze, Inga	For the chemistry of cultural heritage (Part II - for stone conservation/restoration)	2022	18	.pdf	application/pdf	4866	120	64	სამეცნიერო ან ესთეტიკური ღირებულების გეოლოგიური და ფიზიკური ფორმაციები;  გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი ცხოველებისა და მცენარეების სამყოფელი ტერიტორიები;  მღვიმეები. ადამიანი საკუთარ იდენტობას კულტურული მემკვიდრეობის მეშვეობით ინარჩუნებს. ზოგადად, ესა თუ ის ქვეყანა გაიგივებულია მის რომელიმე ძეგლთან, მაგალითად, იტალია - პიზის კოშკთან, ვენეციასა ან ფლორენციასთან; ეგვიპტე - გიზის დიდ პირამიდასთან; ინდოეთი - ტაჯ-მაჰალთან; გაერთიანებული სამეფო - შექსპირთან და ლონდონის 14 კულტურული ლანდშაფტი - (გერმ. “Land” - მიწა, “Schaft” - სახე, იერი) ბუნებრივ-გეოგრაფიული არეალი ან ბუნებისა და ადამიანის მოქმედებით შექმნილი მატერიალური და არამატერიალური ფასეულობის მომცველი სისტემა. 15 ინდუსტრიული არქეოლოგია - წარსულის საწარმოო და ფიზიკური შრომის არსობრივი კვლევა დღემდე შენარჩუნებული დოკუმენტური და არტეფაქტული მტკიცებულებების შესწავლის საფუძველზე. 16 არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის მატარებელი - პირი ან პირთა ჯგუფია, რომელთაც გააჩნიათ არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებული ცოდნა ან უნარ-ჩვევები, რომლისთვისაც ეს ტრადიცია მისი ყოფისა და კულტურული იდენტობის განუყოფელი ნაწილია. გამორჩეული ცოდნისა და უნარ- ჩვევების მატარებლებს „საქართველოს მიწა - წყალზე მგონი არ მოიძებნება არც ერთი კუთხე, არც ერთი ხეობა და სოფელი, რომ წარსულის რაიმე ნაშთი არ იყოს დარჩენილი - ან ძველი ეკლესია და სამრეკლო, ან ციხის ნანგრევი, ან სადარაჯო კოშკი, ან ნასახლარი. ჩვენი ქვეყნის მძიმე ისტორიული ხვედრის მოწმეებია ნასოფლარები და ნაქალაქარები, რომლებიც უმეტესად სამხრეთის რაიონებშია, იმ კუთხეებში, რომელთაც პირველად უხდებოდათ მტრის შეხვედრა და გამკლავება. თბილისისა და საქართველოს სხვა ქალაქების მუზეუმებში ინახება ოქრომჭედლობის, დეკორაციული ქანდაკების, გამოყენებითი ხელოვნების სხვადასხვა დარგთა მშვენიერი ნიმუშები, მრავალი ათასი ხელნაწერი წიგნი, რომელთაგან ბევრი ოსტატურად შესრულებული სამკაულებითა და მინიატურებითაა მორთული. ტაძრების კედლებმა შემოგვინახა სხვადასხვა დროის ფრესკები და მოზაიკები - ამ მხატვრობაში მარტო საღვთო წერილის სიუჟეტებს კი არ ვხვდებით, არამედ ისტორიულ პირთა - მეფეთა, ფეოდალთა, სასულიერო მოღვაწეთა საინტერესო პორტრეტებსაც. ბოლო ათეული წლების არქეოლოგიურმა კვლევა-ძიებამ დიდად განავრცო ქართული ხელოვნების ქრონოლოგიური არე: მეცნიერებამ უკვე ჩააღწია ძველი წელთაღრიცხვის მეხუთე ათასწლედამდე, როდესაც ჩვენი შორეული წინაპრები სრულიად პრიმიტიულ საცხოვრებლებს ქმნიდნენ, და, ამგვარად, პირველ ნაბიჯებს დგამდნენ სამშენებლო ხელოვნების დარგში (აღარაფერს ვამბობთ პირველყოფილ ადამიანთა ნაკვალევის შესახებ).	cache/gs-1214.pdf	txt/gs-1214.txt
