id	author	title	date	pages	extension	mime	words	sentence	flesch	summary	cache	txt
gs-1268	Qavtaradze, Nino; Qartvelishvili, Elene (Dodo); Kepuladze, Shota; Burkadze, George	Structural-molecular features of the osteochondral unit of the femur head and the synovial membrane and characteristics of progression and relapse in different types of osteoarthritis	2022	10	.pdf	application/pdf	3047	132	81	ბევრი რამ არის შესწავლილი სტრუქტურული და მოლეკულური ცვლილებების შესახებ, რომელიც მიმდენარეობს ოსტოართრიტული ხრტილის უჯრედგარე მატრიქსსა და ქონდროციტებში. იმ სტრუქტურულ ცვლილებებს, რომელიც ვლინდება გამოსახულებითი ტექნიკის გამოყენებით სასახსრე ხრტილში, სუბქონდრულ ძვალსა და სხვა პერი- არტიკულარულ ქსოვილებში, წინ უსწრებს მოლეკულური ფაზა, რომელიც ფარულად მიმდინარეობს წლების განმავლობაში [19]. ანთებითი რეაქცია გამოწვეულია, როგორც უჯრედგარე მედიატორებით, როგორიცაა ციტოკინები და პროტეაზები, ასევე შიდა უჯრედული მექანიზმებით. ეს განაპირობებს ანთებითი მედიატორების რაოდენობის გაზრდასა და დაჟანგული ცილების ელიმინაციის შემცირებას. საინტერესოა, რომ ოქსიდაციურ სტრესს შეუძლია, ხელი შეუწყოს უჯრედების, Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 5, 2022 179 მათ შორის, ქონდროციტების ფიზიოლოგიურ დაბერებას. უჯრედულ დონეზე, დაბერება შეიძლება დაიყოს ორ ძირითად კატეგორიად: რეპლიკაციური და სეკრეტორული. ბევრ უჯრედს აქვს შეზღუდული პროლიფერაციული უნარი და მათი გაყოფის სიჩქარე პროლიფერაციის შემდეგ მცირდება (რეპლიკაციური დაბერება).	cache/gs-1268.pdf	txt/gs-1268.txt
