id	author	title	date	pages	extension	mime	words	sentence	flesch	summary	cache	txt
gs-1284	Dzneladze, Sofio; Sordia, Elene; Sarajishvili, Ketevan; Kiladze, Maia	Improving the nutritional value of sunflower oil at the expense of mustard oil	2022	4	.pdf	application/pdf	946	53	93	Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 5, 2022 221 Georgian Scientists ქართველი მეცნიერები Vol. 4 Issue 5, 2022 https://doi.org/10.52340/gs.2022.04.05.23 მზესუმზირას ზეთის კვებითი ღირებულების გაუმჯობესება მდოგვის ზეთის ხარჯზე სოფიო ძნელაძე1, ელენე სორდია2, ქეთევენ სარაჯიშვილი3, მაია კილაძე4 1ასისტენტ პროფესორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, 2ასოცირებული პროფესორი, საქართველოს ტექნიკური 3პროფესორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, 4პროფესორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აბსტრაქტი ნაშრომში ეხება მზესუმზირას ზეთის გამდიდრებას „ომეგა-3“ და „ომეგა-6“ ცხიმოვანი მჟავებით, რომელიც შეუცვლელია ადამიანის ორგანიზმისათვის. ნაშრომის მიზანს წარმოადგენს მზესუმზირას ზეთის აღნიშნული ცხიმოვანი მჟავებით დაბალანსება დაბალი ღირებულების მქონე მცენარეული ზეთებით, კონკრეტულად - მდოგვის ზეთით. საკვანძო სიტყვები: მზესუმზირას ზეთი, მდოგვის ზეთი, ცხიმოვანი მჟავები, ერუკის მჟავა. მსოფლიოს მოსახლეობა მცენარეული ზეთების ფართო მომხმარებელია და მათ შორის მზესუმზირას ზეთს, როგორც მოგეხსენებათ, პირველი ადგილი უკავია. აქედან გამომდინარე განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მზესუმზირას ზეთის ხარისხისა და მისი კვებითი ღირებულობის გაზრდას. ადამიანთა საგემოვნო მოთხოვნილებას სრულად აკმაყოფილებს მზესუმზურას ზეთი. მისი ენერგეტიკული ღირებულება 100 გ პროდუქტზე 884 კკალორიას შეადგენს. ის მდიდარია A, D და E ჯგუფის ვიტამინებით, ცხიმოვანი მჟავების შემცველობა კი შემდეგინაირად გამოიყურება: ლინოლის მჟავა 50-70 %, ოლეინის მჟავა 25-35 %, პალმიტინის მჟავა 3,6-6,5 %, სტეაროლის მჟავა 1,5-4,5 %, არაქინის მჟავა 0,7-0,95 % და ა.შ. აღსანიშნავია, რომ პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავებიდან მხოლოდ 1 %-მდეა „ომეგა-3“ და „ომეგა-6“ და მათ შორის „ომეგა-6“ დომინირებს. მხოლოდ მზესუმზირას ზეთით შეუძლებელია ისეთი კვებითი ღირებულების ზეთის წარმოება, რომელშიც დაბალანსებული იქნება ნაჯერი, მონოუჯერი და პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავების შემცველობა. როგორც ცნობილია აღნიშნული მჟავების თანაფარდობა Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 5, 2022 222 დაახლოებით 3:6:1 უნდა იყოს თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ „სარეპსკის მდოგვის“ ჯიშის საქართველოში მოყვანა სირთულეს არ წარმოადგენს, პრობლემა გადალახულია. ჩვენ ჯერ შევისწავლეთ რაფინირებული მდოგვისა და მზესუმზირას ზეთის ცხიმმჟავური შედგენილობა (ცხრ.1) და მათი რეოლოგიური, საგემოვნო მახასიათებლები (ცხრ.2). ცხრ.1.	cache/gs-1284.pdf	txt/gs-1284.txt
