id	author	title	date	pages	extension	mime	words	sentence	flesch	summary	cache	txt
gs-1319	Giorgobiani, Marina	Toxicological characterization of pesticides used against the Asian Halymorpha Halis, features of action on the body, prevention of acute and chronic poisoning	2022	12	.pdf	application/pdf	3062	64	69	(Beauveria bassiana) – 6 ლ/ჰა ნიმფების წინააღმდეგ და 12 ლ/ჰა – იმაგოს წინააღმდეგ. რეკომენდებულია 3 შესხურება 7-დღიანი ინტერვალით, თხილის სიმწიფის და სიმინდის რძისებრ-ცვილისებრი სიმწიფის პერიოდში. ნიმბეციდინი (აზადირაქტინი) – 5-6 ლ/ჰა თხილზე რეკომენდებულია 3 შესხურება ნიმფების გამოჩენისთანავე, ყვავილობის და ნაყოფის გამონასკვის ეტაპზე და მოსავლის აღებამდე 10 დღით ადრე. საცხოვრებელი სახლების, ასევე სხვა მავნებლის წინააღმდეგ. ქიმიური ბრძოლის ორივე შემთხვევაში საქართველომ გაითვალისწინა სხვა ქვეყნების გამოცდილება, განსაკუთრებით აშშ წარმატებული ბრძოლა ამ მავნებლის წინააღმდეგ და ქიმიურ ღონისძიებებს ატარებს პირეტროიდების ჯგუფის პრეპარატებით. მსოფლიოში უკვე დიდი ხანია პრაქტიკაში შემოვიდა ინსექტიციდების ჯგუფი – სინტეზური პირეტროიდები. ისინი გვირილას (პირეტრუმი) მოქმედი საწყოსი – პირეტრინების ანალოგებია და ბუნებრივი პირეტრინებისაგან განსხვავდებიან უფრო მაღალი აქტივობით და გარემო ფაქტორებისადმი, პირველ რიგში, მზის ულტრაიისფერი სხივების სპექტრისადმი გამძლეობით. პირეტროიდებმა ჩაანაცვლეს ის მაღალტოქსიკური პესტიციდები, რომელთაც ახასიათებდა ბიოსფეროში დაგროვება, ადამიანის ორგანიზმში კუმულირება, აგრეთვე ალერგიული, ბლასტომოგენური, ტერატოგენული, ემბრიოტროპული და სხვა არასასურველი თვისებები. ამ ჯგუფს მიეკუთვნებიან დეცისფლუქსი, თეიქოფი, ინსაკარი და ზონდერი. ეს პრეპარატები ხასიათდებიან ქიმიური სისუფთავის მაღალი ხარისხით, შეიცავენ ერთადერთ იზომერს, რომელიც მაღალეფექტურია მავნებლის Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 5, 2022 242 წინააღმდეგ საბრძოლველად. აღსანიშნავია ამ პრეპარატების სწრაფი მოქმედება მავნებლის ნერვულ სისტემაზე, დაბალი ხარჯვის ნორმა, გარემოს ნაკლები დაბინძურება, ისინი სწრაფად იშლებიან არატოქსიკურ კომპონენტებად და სწრაფადვე გამოიდევნებიან ორგანიზმიდან. ორმოც წელზე მეტია რაც ამ ჯგუფის პრეპარატებს მოიხმარენ მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში. პირეტროიდების გამოყენების დაწყება წარმოადგენდა მნიშვნელოვან მოვლენას ინსექტიციდების ისტორიაში. მცენარეთა დაცვის საშუალებების ბაზარზე პირეტროიდების წილი 15%-ზე მეტია და დღესაც გრძელდება კვლევები ამ ჯგუფის პრეპარატები დახვეწისათვის. ნებისმიერი პესტიციდის და მათ შორის პირეტროიდების გამოყენებისას აუცილებელია დაცული იქნას პრეპარატის გამოყენების რეგლამენტები და უსაფრთხოების სანიტარულ- ჰიგიენური წესები. ყველა ეს ნორმა და წესი მკაცრად არის დაცული, როდესაც სურსათის ეროვნული სამსახური ქიმიური წამლობის ღონისძიებებს ატარებს. მაგრამ გასათვალისწინებელია მოსახლეობის მაღალი ჩართულობა ამ განსაკუთრებით მავნე მწერის რიცხოვნობის შემცირებაში. დღეისათვის აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გამოიყენება საქართველოში რეგისტრირებული სინთეზური პირეტროიდებისა და ნეონიკოტინოიდების ჯგუფის ინსექტიციდები. სხვა ქვეყნების, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების გამოცდილებით, მავნებლის წინააღმდეგ ყველაზე ეფექტიანია პირეტროიდული ჯგუფის – ბიფენტრინის შემცველი პრეპარატები. საქართველოში რეგისტრირებულია: ტალსტარი, ზონდერი, ინსაკარი, ბატალიონი, თეოქოფი, კურა-კურა და ხაბლა. პრეპარატების ხარჯვის ნორმაა 0.3-0,6 ლიტრი ჰექტარზე. ამ პრეპარატებით წამლობა უნდა ჩატარდეს პრეპარატების გამოყენების წესებისა და ლოდინის პერიოდის (შეწამვლიდან – მოსავლის აღებამდე) მკაცრი დაცვით. ფაროსანას წინააღმდეგ ასევე გამოიყენება კომბინირებული ინსექტიციდები: პირინექს სუპერი (ბიფენტრინი + ქლორპირიფოსი) – 0,5-0,7 ლიტრი/ჰექტარზე (ლ/ჰა), ანტიხრუშჩი (ბიფენტრინი + იმიდაკლოპრიდი) – 0,8-1 ლ/ჰა, ნურელ-დ, ეფდალ-ფოსეტრინი, სუპერკილ ფორტე, ქლორპირივიტ-აგრო, ტენჩანტი (ქლორპირიფოსი + ციპერმეტრინი,) – 1-1,5 ლ/ჰა. პირეტროიდების ჯგუფიდან: რივომეტრინი, ეფდალ კიმეტრინი, ალექსანდერი, კრალი 250 ეკ, საირუქსი, მატადორი, ბესტ სუპერი, ციპრინი (ციპერმეტრინი) – 0,2-0,4 ლ/ჰა; ფასტაკი, ალპაკი, სუპერ ჰექტამეტრინი, ბესტ ალფა, ეფდალ ალფატრინი (ალფა-ციპერმეტრინი) – 0,25-0,35 ლ/ჰა, კარატე ზეონი, კარატე, კაიზო, გრანდი დ, ეფდალ ლამტორინი, ტეკვანდო კაფსულა, პეტრა, ლამბადა ჩY (ლამბადა-ციჰალოტრინი) – 0,4-0,8 ლ/ჰა, ფიური (ზეტა-ციპერმეტრინი) – 0,2-0,4 ლ/ჰა. ნეონიკოტინოიდების ჯგუფიდან გამოიყენება: აქტარა, მედალი, რენოვა (თიამეტოქსამი) – 0,2-0,4 კილოგრამი ჰექტარზე (კგ/ჰა), კონფიდორ მაქსი, მიდაში, იმიდორ მაქსი, იმიდორ დ (იმიდაკლოპრიდი) – 0,2 კგ/ჰა, პერფექტო, ანტიკოლორადი (ლამბადა-ციჰალოტრინი + იმიდაკლოპრიდი) – 0,3-0,5 ლ/ჰა და აღნიშნული ჯგუფის სხვა პრეპარატები. კარბამატების ჯგუფიდან გამოიყენება: ლანატი (მეთომილი) – 1,8-2,2 ლ/ჰა, ნიტროგუანიდინების ჯგუფის სტარკლი (დინოტეფურანი) – 0,5-1 კგ/ჰა, რომელიც ლოდინის მოკლე პერიოდით (თხილი, ხეხილი – 14, ბოსტნეული – 5 დღე) გამოირჩევა. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 5, 2022 243 ბიოლოგიური ინსექტიციდები. nostaljisti (Beauveria bassiana) – 6 ლ/ჰა. თხილზე რეკომენდებულია 3-4 შესხურება მცენარის ზრდის პროცესში, მავნებლის ნიმფების გამოჩენისთანავე	cache/gs-1319.pdf	txt/gs-1319.txt
