id	author	title	date	pages	extension	mime	words	sentence	flesch	summary	cache	txt
gs-1332	Matsaberidze, Mamuka; Janelidze, Inga	For the chemistry of cultural heritage (Part III - For surface chemistry of archaeological gold and silver)	2022	18	.pdf	application/pdf	4511	123	68	უძველესი დროიდან ოქრო გამოიყენება სხვა ლითონების ზედაპირთა მოოქროებისათვის. ის ადვილად იხსნება ვერცხლისწყალში და წარმოქმნის ამალგამას. ამალგამაციის მეთოდით მოოქროებულია უძველესი ფერადლითონდამუშავების შედევრები და ვერცხლის ნაკეთობები. ამალგამა წარმოადგენს ლითონურ სისტემებს, რომელთა შედგენილობაში ერთ- ერთ კომპონენტად შედის ვერცხლისწყალი. ამალგამა ნახევრადთხევადი ნარევია. ცნობილია ოქროს ბუნებრივი ამალგამა გეოქიმიური მონაცემებით: მსოფლიო გლობალიზმის გავლენის შედეგად, დღევანდელ მსოფლიო ბაზრებზე ინდუსტრიული პროდუქციის სტანდარტიზაცია შეინიშნება. ამის გამო მომხმარებელი სულ უფრო მეტად ინტერესდება თვითმყოფადი, განსხვავებული პროდუქტით. კულტურული მემკვიდრეობა სწორედ ის რესურსია, რის საფუძველზეც შესაძლებელია ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება და ინოვაციური, მომხმარებლისთვის საინტერესო, პროდუქციის შექმნა. ასევე მნიშვნელოვანია მეორე ტენდენცია - ხელნაკეთი პროდუქციის პოპულარობის ზრდა, მისი აღქმის და ცნობადობის ამაღლება და, შესაბამისად, მასზე მოთხოვნის მატება, რაც პირდაპირ ეხმიანება ტრადიციულ ხელოსნობას და მისი ეკონომიკური მდგრადობის კარგ წინაპირობას ქმნის. უნდა აღინიშნოს, რომ კულტურული მემკვიდრეობის კომერციალიზაცია სათუთი საკითხია. ხშირია გაზრდილი მოთხოვნის შედეგად მიღებული პროდუქციის ნეგატიური სახეცვლის და ტრადიციის დეკონტექსტუალიზაციის შემთხვევები. მაგალითად, კულტურული ტურიზმის განვითარებამ გამოიწვია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე მნახველების რაოდენობის ზრდა, რამაც დადებით ეკონომიკურ შედეგთან ერთად, წარმოშვა პრობლემები, რომლებიც ამ ძეგლების დაცვასა და გადარჩენას ეხება. არსებობს კულტურული მემკვიდრეობის რიგი სფეროები, რომლებისთვისაც იმთავითვე იყო დამახასიათებელი კომერციალიზაცია. ასეთებია, მაგალითად, თეატრალიზებული წარმოდგენები, ტრადიციული რეწვის დარგები, ხალხური მედიცინა.	cache/gs-1332.pdf	txt/gs-1332.txt
