id	author	title	date	pages	extension	mime	words	sentence	flesch	summary	cache	txt
gs-1333	Gogiberidze, Irakli	Situation with the Cultural Heritage on the Russian occupied territories of Georgia	2022	3	.pdf	application/pdf	734	14	55	წმენდის შემდეგ კულტურული მემკვიდრეობა ოკუპირებულ აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში სტილისტური გაყალბების საგანი გახდა, რაც მიზნად ისახავს ქართული ისტორიული მემკვიდრეობის განადგურებას და შესაბამისად, ქართული კვალის წაშლას. უძველესი ხელოვნების ნიმუშები მიზანმიმართულად ნადგურდება და/ან ეცვლება პირვანდელი სახე და წარმომავლობა. შესაბამისად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართული კულტურული, ისტორიული და რელიგიური ძეგლების ვითარება დღითიდღე მძიმდება. ზოგიერთ ძეგლს ესაჭიროება სასწრაფო რესტავრაცია. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მონაცემებით, საოკუპაციო ხაზის მიღმა აღმოჩნდა ეროვნული კულტურული ფასეულობების მნიშვნელოვანი ნაწილი: კულტურული მემკვიდრეობის 286 ძეგლი, რომელთაგანაც ეროვნული კატეგორიისაა 36 (აფხაზეთის ა/რ - 15, შიდა ქართლის ოკუპირებული ნაწილი - 21). Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 5, 2022 290 Georgian Scientists ქართველი მეცნიერები Vol. 4 Issue 5, 2022 https://doi.org/10.52340/gs.2022.04.05.31 კულტურული მემკვიდრეობის კუთხით არსებული მდგომარეობა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ირაკლი გოგიბერიძე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი დოქტორანტი,საერთაშორისო ურთიერთობების სადოქტორო პროგრამა რეზიუმე სტატიაში მოცემულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის პირობებში არსებული მდგომარეობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან დაკავშირებით, ასევე აღწერილია ის ქვედებები, რასაც საოკუპაციო რეჟიმი ახორციელებს ქართული ისტორიული მემკვიდრეობის გადადგურებისა და ქართული კვალის წაშლის მიზნით იმ ვითარებაში, როდესაც საერთაშორისო მისიებს ადგილზე შესვლისა და არსებული რეალური მდგომარეობის მონიტორინგის საშუალება არ ეძლევა. საძიებო სიტყვები: კულტურული მემკვიდრეობა, ოკუპირებული ტერიტორიები, რუსეთი, საქართველო, აფხაზეთი, ცხინვალის რეგიონი/ე.წ. სამხრეთ ოსეთი, საერთაშორისო მისია. რუსეთის აგრესიამ და ოკუპაციამ საფრთხის წინაშე დააყენა ოკუპირებულ ტერიტორიებზე	cache/gs-1333.pdf	txt/gs-1333.txt
