id	author	title	date	pages	extension	mime	words	sentence	flesch	summary	cache	txt
gs-1334	Kajaia, David; Kochiashvili, Davit; Kepuladze, Shota; Burkadze, George	Comparative analysis of features of microenvironment, stem cell and epithelial-mesenchymal transformation of non-invasive papillary bladder carcinoma with invasive carcinoma	2022	11	.pdf	application/pdf	2680	75	68	ბაზისური ექსპრესიის ჯგუფში ვიმენტინის ექსპრესია არ აღინიშ- ნებოდა არცერთ შემთხვევაში; ხოლო მაღალი ექსპრესიის ჯგუფში ვიმენტინის პოზიტიურობის საშუალო მაჩვენებელი შეადგენდა 8%-ს; ბეტა-კატენინის ექსპრესიის საშუალო მაჩვენებელი მარკერების ბაზისური ექსპრესიის ჯგუფში შეადგენდა 1.94%; ხოლო მაღალი ექსპრესიის ჯგუფში 10.33%ს; CD103-ის ექსპრესიის საშუალო მაჩვენებელი მარკერების ბაზისური ექსპრესიის ჯგუფში შეადგენდა 2.88%; ხოლო მაღალი ექსპრესიის ჯგუფში 13%ს; CD44-ის ექსპრესიის საშუალო მაჩვენებელი მარკერების ბაზისური ექსპრესიის ჯგუფში შეადგენდა 1.88%; ხოლო მაღალი ექსპრესიის ჯგუფში 14%ს; Ki67-ის ექსპრესიის საშუალო მაჩვენებელი მარკერების ბაზისური ექსპრესიის ჯგუფში შეადგენდა 2.7%; ხოლო მაღალი ექსპრესიის ჯგუფში 10.6%ს; P53-ის ექსპრესიის საშუალო მაჩვენებელი მაღალი ექსპრესიის ჯგუფში შეადგენდა 8.33%ს; ხოლო ბაზისური ექსპრესიის ჯგუფში არ აღინიშნებოდა. შარდის ბუშტის მაღალი ხარისხის არაინვაზიური კარცინომების ბაზისური ექსპრესიის ჯგუფი წარმოადგენდა საერთო შემთხვევების 75%-ს, ხოლო მარკერების მაღალი ექსპრესიის ჯგუფი 25%ს (დიაგრამა N2). P რიცხვი <0.05 განხილულ იქნა სტატისტიკურად სარწმუნოდ. ყველა სტატისტიკური დამუშავება განხორციელდა SPSS statistical software V20.0-ის საშუალებით. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 5, 2022 297 შედეგები - მარკერების მიხედვით კვლევისთვის შერჩეული იმუნოჰისტოქიმიური მარკერების განხორციელების შედეგად გამოვლინდა რომ შარდის ბუშტის დაბალი და მაღალი ხარისხის არაინვაზიურ კარცინომებში პოზიტიურობის ინდექსიდან გამომდინარე გამოიყო მარკერების ბაზისური ექსპრესიისა და მაღალი ექსპრესიის ჯგუფები ხოლო ინვაზიურ კარცინომებში შესაბამისად პროგრესიის დაბალი, საშუალო და მაღალი ჯგუფები. შარდის ბუშტის დაბალი ხარისხის არაინვაზიური კარცინომების ბაზი- სური ექსპრესიის ჯგუფი წარმოად- გენდა საერთო შემთხვევების 85%-ს, ხოლო მარკერების მაღალი ექსპრე- სიის ჯგუფი 15%ს (დიაგრამა N1).	cache/gs-1334.pdf	txt/gs-1334.txt
