id	author	title	date	pages	extension	mime	words	sentence	flesch	summary	cache	txt
gs-1377	Lanchava, Omar; Nozadze, George	FDS modeling of severe fires under combined tunnel ventilation conditions	2022	10	.pdf	application/pdf	2539	70	77	109 მ მანძილზე მარჯვენა პორტალის მხარეზე. ორივე სავენტილაციო ფანჯარასთან, ცეცხლის კერიდან მოშორებით, პორტალების მხარეებზე ამოქმედებულია თითო ცალი მოქნილი ცეცხლგამძლე ბარიერი. ყოველი სცენარის შემთხვევაში დაცული იყო შემდეგი საწყისი და სასაზღვრო პირობები: ჩვეულებრივი სტანდარტული ვენტილაციისა და სახანძრო ვენტილაციის მოდელირება ითვალისწინებდა ჰაერის რაოდენობის 33 %-ით ზრდას წვის პროდუქტების მატების ხარჯზე ისეთნაირად, რომ სუფთა ჰაერის მისაწოდებელ არხში და გაჭუჭყიანე-ბული ჰაერის ასარინებელ არხში ერთი და იმავე სავენტილაციო ნაკადის პირობებში დაცული იყო ერთნაირი სიჩქარე - 5, 10, 15 და 20 მ/წმ ყოველ მათგანში. მოდელირების დრო შეადგენდა 60 წმ. საწყისი და სასაზღვრო პირობების ასეთი კონფიგურაცია თითოეული სცენარის შეფასების საშუალებას იძლევა. ამის შედეგად გამოვკვეთება ის თავისებურებანი, რაც ახასიათებს ხანძრის უფრო რეალისტურად მიმდინარე სცენარს, თომასის სცენართან შედარებით, რომელიც, როგორც უკვე აღინიშნა, სავენტილაციო ჰაერის ხარჯის 100 %-იან ზრდას ითვალისწინებდა ნამწვი აირების ხარჯზე. ფიგ. 1-ზე წარმოდგენილია 1-ლი სცენარის რეალიზაციის შედეგები ძირითად სატრანს- პორტო გვირაბში ერთ-ერთი დამაზიანებელი ფაქტორის - სახანძრო და სტანდარტული ვენტილაციის ერთობლივი მოქმედებისას, ნახშირბადის მონოოქსიდის კონცენტრაციის ცვალებადობა გვირაბში, ცეცხლგამძლე ბარიერით შემოუსაზღვრავი ხანძრის პირობებში ფიგ.	cache/gs-1377.pdf	txt/gs-1377.txt
