id	author	title	date	pages	extension	mime	words	sentence	flesch	summary	cache	txt
gs-1378	Khokerashvili, Zaza; Tsanava, Davit; Machavariani, Nana	Propagation of carbon monoxide in road tunnels in case of fire by considering the critical velocity, backlayering and gradient factor 	2022	3	.pdf	application/pdf	1030	30	51	საავტომობილო გვირაბის უსაფრთხოდ ექსპლუატაციის ერთ-ერთ ძირითად რისკ- ფაქტორს, სხვადასხვა მიზეზებით ინიცირებული და განვითარებული ხანძარი წარმოადგენს, რომლის მხუთავი აირები ყველაზე დიდ საშიშროებას წარმოადგენს საგანგებო ვითარებაში აღმოჩენილი ადამიანების სიცოცხლისათვის, ხოლო ჭარბმა სითბომ შესაძლებელია გამანადგურებელი ზიანი მიაყენოს ინფრასტრუქტურას. ამგვარად, საავტომობილო გვირაბის ექსპლუატაცისას, უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით, ხანძარი წარმოადგენს ერთ-ერთ ძირითად საფრთხეს, რომლის რისკის დონე განისაზღვრება, გვირაბში ხანძრის შესაძლო ინიცირების ალბათობისა და ამ ხანძრით მიყენებული შესაძლო ზიანის სიმძიმის ხარისხის მიხედვით. საავტომობილო გვირაბში ხანძრის შესაძლო ინიცირების ალბათობა და ამ ხანძრით შესაძლო ზიანის სიმძიმის ხარისხი ძირითადად დამოკიდებულია იმ პრევენციული ღონისძიებების შემუშავებაში, დაგეგმვასა და დანერგვაში, რომლებიც პირველ რიგში თავიდან აგვაცილებდა ხანძრის ინიცირებასა და განვითარებას, ხოლო ასეთის განვითარების შემთხვევაში კი, მინიმუმამდე დაიყვანდა შესაძლო შედეგების სიმძიმის ხარისხს Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 5, 2022 334 Georgian Scientists ქართველი მეცნიერები Vol. 4 Issue 5, 2022 https://doi.org/10.52340/gs.2022.04.05.36 საავტომობილო გვირაბებში ხანძრის მხუთავი აირების გავრცელება კრიტიკული სიჩქარის, უკუდინების მანძილისა და გრადიენტ ფაქტორის გათვალისწინებით ზაზა ხოკერაშვილი1, ნანა მაჭავარიანი1, დავით ცანავა1 1საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი საქართველოს ეკონომიკის განვითარების სტრატეგიულ გეგმაში, ერთ-ერთ ძირითად მიმართულებად სატრანზიტო პოტენციალის ოპტიმალურად გამოყენებას განიხილება, სადაც ძირითადი აქცენტები სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციაზე და განვითარე- ბაზე არის დასმული. ამასთან დაკავშირებით ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილია და წარმატებით მიმდინარეობს ჩქაროსნული ავტომაგის-ტრალების ძირითადი და დამხმარე ნაგებობების პროექტების რეალიზება, რომლის ერთ-ერთ შემადგენელ კომპონენტს ქვეყნის მასშტაბით 50- ზე მეტი საავტომობილო გვირაბების მშენებლობა წარმოადგენს. ასეთი რთული პროექტების წარმატებით რეალიზების კრიტერიუმად მისი მდგრადობა და უსაფრთხო ექსპრუატაცია განიხილება. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია მაქსიმალურად ობიექტურად შეფასდეს ყველა ის რისკ-ფაქტორი, რომლებიც განაპირობებენ საავტომობილო გვირაბების უსაფრთხოდ ფუნქციონირებას [1].	cache/gs-1378.pdf	txt/gs-1378.txt
