id	author	title	date	pages	extension	mime	words	sentence	flesch	summary	cache	txt
gs-1379	Lanchava, Omar; Javakhishvili, George	Fire effect on tunnel ventilation according to numerical modeling results	2022	18	.pdf	application/pdf	4983	155	66	დროში 0.00 წმ ჩაირთო ჭავლური ვენტილაცია, სავენტილაციო ნაკადმა მიიღო სიჩქარე დაახლოებით 3.4 მ/წმ- მდე. მე-20 წმ-ზე გვირაბის ცენტრალურ ნაწილში ამოქმედებული 50 მგვტ სიმძლავრის ხანძარი დროსელური ეფექტის ხარჯზე ამცირებს ჰაერის სიჩქარეს 0.4 მ/წმ-ით. ამ შემთხვევაში ხანძრის მიერ აღძრული წევა პრაქტიკულად ნულის ტოლია. ვენტილაციის დაღმავალი ნაკადის შემთხვევაში (მრუდი 3) სავენტილაციო ნაკადი არის დადებითი მიმართულების, ხანძრის არსებობა კვლავ წინაღობაა ვენტილაციისათვის და იგი ჰაერის სიჩქარეს ამ შემთხვევაშიდაც დაახლოებით 0.4 მ/წმ-ით ამცირებს, ხოლო სიჩქარის დანარჩენი შემცირება - დაახლოებით 1.4 მ/წმ არის ხანძრის მიერ აღძრული უარყოფითი მიმართულების ნაკადისა და დადებითი მიმართულების სავენტილაციო ნაკადის ალგებრულად შეკრების შედეგი. აღმავალი სავენტილაციო ნაკადის შემთხვევაში (მრუდი 1) სავენტილაციო და ხანძრის მიერ აღძრული ნაკადის ალგებრული შეკრება ზრდის ჯამურ ნაკადს დაახლოებით 1.3 მ/წმ- ით, რადგან ორივე ნაკადი ერთ მიმართულებისაა. კერძოდ, ორივე ნაკადი არის უარყოფითი მიმართულების. ხანძარი ამ შემთხვევაშიც აეროდინამიკური წინაღობაა სავენტილაციო ნაკადისათვის და ჯამური სიჩქარე შემცირებულია სათანადო სიდიდით, დაახლოებით 0.4-0.5 მ/წმ-ით. ამგვარად გამოიკვეთა, რომ ჰაერის სიმკვრივის შემცირებით აღძრული ნაკადი 3.0-3.5-ჯერ უფრო ძლიერ გავლენას ახდენს სავენტილაციო ნაკადის ინტენსიურობისა და ხარჯის შემცირებაზე, ვიდრე ხანძარი როგორც ადგილობრივი წინაღობა. რაღა აღნიშვნა უნდა, ამ აბზაცში მოცემული აღწერა უფრო სრულყოფილია, ვიდრე დროსელის ეფექტის გავლენის სხვა ავტორების მიერ შესრულებული უფრო ადრინდელი ანალიზები, რომლებიც საერთოდ არ ღებულობდა მხედველობაში მექანიკური და თერმული სავენტილაციო ნაკადების ალგებრულად შეკრების შესაძლებლობას. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 5, 2022 345 ლისა და სხვების ნაშრომში 3-ის მარჯვენა ნახაზიდან ჩანს, რომ გვირაბის განივკვეთში ერთმანეთის პარალელურად მოქმედი ორი ცალი ვენტილატორის შემთხვევაში, ჰაერის სიჩქარე ხანძრის ამოქმედებამდე აღწევს კრიტიკული სიჩქარის დეკლარირებულ რიცხვით სიდიდეს (3.0 მ/წმ), მაგრამ ხანძრის ამოქმედების შემდეგ (𝝉= 60 წმ) ჰაერის ნაკადის საშუალო სიჩქარე	cache/gs-1379.pdf	txt/gs-1379.txt
