id	author	title	date	pages	extension	mime	words	sentence	flesch	summary	cache	txt
gs-1386	Papian, Tereza	Probiotic microorganisms – Propionibacterium ssp	2022	6	.pdf	application/pdf	1473	72	78	რძის პროპიონმჟავა ბაქტერიების პრობიოტიკური თვისებები: მაღალ მჟავიანობაზე ზრდა, ნაღვლის მჟავას მიმართ ტოლერანტობა, პათოგენური მიკროორგანიზმების დათრგუნვის უნარი, ანტიბიოტიკური მგრძნობელობა. ასევე სხვადასხვა ფერმენტირებული რძის პროდუქტების შენახვის ვადის გაგრძელება, რაც განპირობებულია პროპიონმჟავას სინთეზის უნარით. პროპიონმჟავა ბაქტერიების თვისებებიდან გამომდინარე შესაძლებელია ადვილად გადაილახოს ტექნოლოგიური დაბრკოლებები წარმოების ოპტიმიზაციის პროცესში. ეს პროპიონმჟავა ბაქტერიებისთვის დამახასიათებელ ძირითად რეაქციას წარმოადგენს რძის შაქრის, რძის მჟავის და მისი მარილების ბიოქიმიური გარდაქმნა პროპიონმჟავად. ამ დუღილის დროს, გარდა პროპიონმჟავასი წარმოიქმნება ძმარმჟავა, ნახშირორჟანგი, ქარვის მჟავა, აცეტონი, დიაცეტილი და სხვადასხვა აქროლადი არომატული ნახშირწყალბადები – დიმეთილ სულფიდი, აცეტალდეჰიდი, პროპიონალდეჰიდი, ეთანოლი და პროპანოლი. ასევე ვიტამინები (განსაკუთრებით B12), ბაქტერიოცინები, ფერმენტების და სხვა სასიცოცხლო მეტაბოლიტები. გარდა ამისა, პროპიონმჟავა ბაქტერიების დადებითი ეფექტი არის იმუნური სისტემის სტიმულირება და სისხლში ქოლესტერინის დონის დაქვეითება. მათ აქვთ ანტიმიკრობული მოქმედების ფართო სპექტრი, რაც აფერხებს ზოგიერთი გრამუარყოფითი და გრამდადებითი ბაქტერიების, აგრეთვე ზოგიერთი ობის სოკოს და საფუარის ზრდას [4].	cache/gs-1386.pdf	txt/gs-1386.txt
