id	author	title	date	pages	extension	mime	words	sentence	flesch	summary	cache	txt
gs-1389	Chkheidze, Vakhtang	Conversion processes of local raw materials considering the use of reactor-decarbonizer in rotary kiln system for clinker production	2022	4	.pdf	application/pdf	1388	42	61	საკვანძო სიტყვები: ცემენტი, კლინკერი, ტუფი, ემისიები, კირქვა, კლინკერის მაცივარი, პუცოლანური მასალა Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 5, 2022 395 კავთისხევის კარიერის გადართვით გამოწვეული სირთულეები მოგვარებულ იქნა, სასხორის კირქვასთან ერთად გამამდიდრებლად გამოყენებულ იქნა დედოფლის წყაროს კირქვა რომლის 95%-ზე მეტი კალციუმის კარბონატია. ეს ჩანაცვლება მოხდა ისე, რომ კლინკერის ხარისხზე უარყოფითი გავლენა არ ჰქონია და პირიქით იგივე უფრო მეტად სტაბილური და აქტიური გახადა. ნახშირის და შესაბამისად ნაცრის 2-ჯერ შემცირების შემდეგ ნედლეული ფქვილის ქიმია გადაითვალა ისე რომ კლინკერის ხარისხი იყო იგივე ან გაზრდილი. შესაბამისი გადათვლა ხდებოდა ცდების ყველა ეტაპზე. კლინკერის ახალი მეთოდით გამოწვის პროცესი შესწავლილი და ოპტიმიზირებული იქნა. ნედლეულის და საწვავის გადანაწილების 20 ინდუსტრიული ექსპერიმენტის შედეგად დადგინდა საუკეთესო მიქსები, რომელთა საშუალებით კლინკერის ხარისხი იზრდება ან იგივე რჩება, ხოლო თბური დანახარჯი, საწვავის და ნედლეული ფქვილისგან მიღებული CO2-ის ემისიები კი შემცირდა. ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა იყო ტუფის თერმული აქტივაცია, რომელიც წარმატებით დამთავრდა უკვე არა მხოლოდ ლაბორატორიული არამედ ინდუსტრიული ექპერიმენტითაც. ინოვაციური იდეის საწყისი ის იყო რომ ფიზიკურად შეკავშირებული წყლის გამოდევნა (გამოშრობა) პუცოლანურ მასალას გაცილებით აქტიურს ხდის და მისი თბური ენერგია გასახერებლად ვიდრე კლინკერს და შესაბამისად ისიც გამოყოფს დამატებით CO2-ის ემისიებს. ამიტომ სტანდარტული მიდგომით გააქტიურებული პუცოლანური მასალა შედარებით ნაკლებად ამცირებს გამონაბოლქვს, თერმულ და სხვა ხარჯებს, ამასთანავე საჭიროებს მინიმუმ 10 მილიონის ინვესტიციას და მინიმუმ 6 თვიან სამონტაჟო პერიოდს. კლინკერის	cache/gs-1389.pdf	txt/gs-1389.txt
