id	author	title	date	pages	extension	mime	words	sentence	flesch	summary	cache	txt
gs-1394	Metreveli, Beka; Gagua, Davit; Burkadze, George; Kepuladze, Shota	Proliferative characteristics of eutopic and ectopic endometrium in adenomyosis using AgNOR technology	2023	13	.pdf	application/pdf	2751	148	81	მონაწილე და ასევე უცნობი მნიშვნელობის მიკრო-რნმ-ები. ამ შეცვლილმა სასიგნალო გზებმა შესაძლებელია განაპირობონ ენდომეტრიუმის იმპლანტების განვითარება, მიგრაცია და გადარჩენა მიომეტრიუმში. თუმცა, აუცილებელია დამატებითი კვლევების ჩატარებაამ შეცვლილი სასიგნალო გზების ბიოლოგიური მნიშვნელობის გამოსავლენად. შემდეგი თეორიის თანახმად, ადენომიოზის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქსოვილის დაზიანებისა და რეპარაციის მექანიზმები, რომლებიც წარმოადგენენ მიომეტრიული ინვაზიის ძირითად მექანიზმს მიომეტრიუმის ქრონიკულმა პერისტალტიკურმა შეკუმშვებმა შესაძლებელია ხელი შეუწყოს მიკროტრამვების განვითარებას შემაერთებელ ზონაში, რაც იწვევს ანთების განვითარებას და ესტროგენის ლოკალურ პროდუქციას. არსებობს ადენომიოზის ალტერნატიური პათოგენეზური თეორია, რომლის მიხედვითაც დაზიანება ვითარდება de novo მიომეტრიუმის ემბრიონული ან მოზრდილთა ღეროვანი უჯრედების მეტაპლაზიის შედეგად. ადენომიოზის ეპითელურ-მეზენქიმური ტრანზიციის თეორიის მიხედვით, ესტროგენის ჭარბი პროდუქციის პირობებში ვითარდება ეპითელურ-მეზენქიმური ტრანზიციის მახასიათებლები, რაც წარმოადგენს კრიტიკულ ეტაპს ენდომეტრიული უჯრედების მიერ ინვაზიური მახასიათებლების შეძენისათვის ადენომიოზის პროგრესიის დროს. ენდომეტრიუმი არის უაღრესად დინამიური და რეგენერაციული ქსოვილი, რომლის ზრდა და ასევე რეგრესი ყოველი მენსტრუალური ციკლის დროს მკვეთრად იმართება ჰორმონული ზეგავლენის შედეგად. ამ ქსოვილის რეგენერაციული პოტენციალი ასევე სავარაუდოდ მონაწილეობს ენდომეტრიუმის კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი დაავადებების პათოგენეზში, როგორიცაა ენდომეტრიოზი, ადენომიოზი და ენდომეტრიუმის კიბო. და ექტოპიური ენდომეტრიუმის პროლიფერაციული მახასიათებლები AgNOR-ის ტექნოლოგიის გამოყენებით ბ. მეტრეველი დ. გაგუა შ.კეპულაძე გ. ბურკაძე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი აბსტრაქტი ადენომიოზი წარმოადგენს საშვილოსნოს კეთილთვისებიან დაზიანებას, რომელიც ხასიათდება მიომეტრიუმში ენდომეტრიუმის ჯირკვლებისა და სტრომის არსებობით და პათოლოგიური ზრდით. ადენომიოზის დროს მიომეტრიუმში პათოლოგიურად გაზრდილ ენდომეტრიულ ქსოვილს ეწოდება ექტოპიური ენდომეტრიუმი, ხოლო საშვილონოს ღრუში არსებულ ენდომეტრიულ ქსოვილს კი ეუტოპიური ენდომეტრიუმი. ადენომიოზის მქონე ქალებში შესაძლებელია აღინიშნებოდეს პათოლოგიური სისხლდენა საშვილოსნოდან, დისმენორეა, დისპარეუნია და უნაყოფობა, თუმცა ქალების ერთ-მესამედში დაზიანება მიმდინარეობს ასიმპტომურად. პერიმენოპაუზურ ქალებში ძლიერი სისხლდენის ან ტკივილის გამო ჩატარებული ჰისტერექტომიის შემდეგ ადენომიოზი ყველაზე ხშირად დიაგნოსტირებულ პათოლოგიას წარმოადგენს. AgNOR გამოიყენება დამხმარე საშუალება უჯრედთა პროლიფერაციული აქტივობის შეფასებისათვის. გარკვეული ტიპის კვლევებით გამოვლენილია მისი ეფექტურობა სხვადასხვა კეთილთვისებიანი თუ ავთვისებიანი პროცესების დიფერენცირებაში ასევე ინტრაეპითური ნეოპლაზიური პროცესების ჰისტოლოგიური ხარისხის დადგენაში. ჩვენი კვლევის ფარგლებში განხორციელდა ფორმალინში	cache/gs-1394.pdf	txt/gs-1394.txt
