id	author	title	date	pages	extension	mime	words	sentence	flesch	summary	cache	txt
gs-1397	Baratashvili, Merab	LABOUR SAFETY, REQUIREMENTS AND REALITY	2023	5	.pdf	application/pdf	1031	17	46	შრომის უსაფრთხოება და მისდამი უყურადღებო დამოკიდებულების გამო დამდგარი შემთხვევები ყოველთვის იქცევდა სამეურნეო საქმიანობით დაკავებული სხვა დასხვა პროფესიით დაკავებული საზოგადოებრივი ჯგუფების ყურადღებას და შემთხვევის ხასიათიდან და სიხშირიდან დამოკიდებულებით პროცესის შემდგომი განვითარების პრევინციის მიზნით ითხოვდა სათანადო დამოკიდებულებას. შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა მნიშვნელოვანია ნებისმიერი სახეობის სფეროში პროფესიული საქმიანობისას, მაგრამ დარგების მიხედვით შესაბამისი პროცესის და მისდამი არასათანადო დამოკიდებულების გამო დამდგარი შედეგების ანალიზი იძლევა იმის შესაძლებლობას არსებული რისკების და საფრთხეების მრავალფეროვნერბის გამო რომ სამშენებლო სექტორში შრომის უსაფრთხეობის ნორმების სტანდარტის გაუმჯობესება და მისი დაცვა საქმიანობისას უსაფრთხოების დაცვის და ადამიანების ჯანმრთებობის შენარჩუნების მიზნით განსაკუთრებულ ყუდაღებას იმსახურებს. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 1, 2023 82 შესაბამისი ინსტიტუციების და მათ შორის შრომის საერთაშორისო კვლევებითაც დასტურდება თუ რამდენად მნიშვნელოვანის სამშენებლო სექტორში შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა ადამიანის ჯანმრთელობის და სიცოცხლის გაფრთხილების თვალსაზრისით ამ დაკვირვებების სათანადო ანალიზით გაირკვა რომ სამშენებლო სექტორში ერთი ინცინდეტით გამოწვეული დაავადების სრულად განკურნება საშუალოდ 15 000 დოლარი ღირს. მსოფლიოს მასშტაბით სამრეწველო საქმიანობაში ჩართული სამუშაო ძალის 7-10% სამშენებლო სექტორში საქმიანობს. Business Insider შეფასებით აშშ - ში მშენებლობა შედის 15 ყველაზე მეტად საქმიანობებში. ამ სექტორზე მოდის მსოფლიოში საქმიანობისას დამდგარი ფატალური შემთხვევების რაოდენობა რომელიც რომელიც არანაკლებ წლიურად 60 000 უტოლდება. 2012 წელს აშშ-ში სამშენებლო სექტორში დაკავებული პესრონალის 3,7%-მა მიიღო სერიოზული ხასიათის საწარმოო ტრამვა, და ამასთან ყოველდღე სამშენებლო სეტორში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო სამი ადამიანი ვერ ბრუნდებოდა სახლში გარდაცვალების გამო. რაც მრეწველობაში მომხდარი ანალოგიური შემთხვევბის 17%-ს შეადგენს. ადამიანის ჯანმრთელობის და უსაფრთხოების მაჩვენებლების შემცირებასთან დაკავშირებული საფრთხეები ორ კატეგორიად იყოფა: საფრთხე რომელიც იწვებს ჯანმრთელობის გაუარესებას და საფრთხე რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს სასიკვდილო შემთხვევები. სამშენებლო მოედანზე ჯანმრთელობისა და ადამიანის სიცოცხლისთვის რისკის შემცველის საფრხეები იყოფა ჯგუფებად: 1.სიმაღლიდან ვარდნა; 2.სახსრების ტკივილის გამომწვევი საფრთხეები; 3.საყდენი აპარატის დაზიანება; 4.ქიმიური ნივთიერების ზემოქმედებით გამოწვეული ჯანმთელობის პრობლემები; 5.მტვრის ზემოქმედების შედეგად დამდგარი ჯანმრთელობის გაუარესების შედეგები; 6.ხმაურის ზემოქმედებით გამოწვეული პრობლემები; 7.მანქანა დანადგარების სხვადასხვა ნაწილის ან და ხელის ინსტრუმენტების ზემოქმედებით გამოწვეული პრობლემები; 8.საქმიანობისას სამუშაოს შესრულების დროს სხეულის არახელსაყრელ მდგომარეობაში სისტემატიურად ყოფნის გამო გამოწვეული პრობლემები. 9.ხანძრით ან სხვა სტიქიით გამოწვეული პრობლემები; მიწის სამუშაოს შესრულებისას ჯანმრთელობის დაზიანების პრობლემები; Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 1, 2023 83 10. წარმოდგენილი მასალიდან ცხადი ხდება რომ სამუშაოს შესრულებისას პერსონალი არ იცავს სასუნთ გზებს სათანადო საშუალებით წარმოქმნილი მიკრო დისპერსიული მტვერისაგან თავის დაცვის მიზნით. ხშირია შემთხვევები როცა მსგავსი სამუშაოები მიმდინარეობს ქალაქის ქუჩებში, სავაჭრო სივრცეების მიმდებარე ტერიტორიაზე, როცა მტვრის ზემოქმედების ქვეშ დასაქმებულთან ერთად ხვდება იქ ამ სამუშაოების შესრულებისას მყოფი ადამიანები. მტვერის ზემოქმედებით გამოწვეული ნეგატიური ხასიათის შედეგები იმ მასალაზე დამოკიდებული რომლის ამ ფორმით მექანიკური დამუსავება ხდება, თუმცა არსებობს აშშ-ში ასფალტბეტონის მწარმოებლებისა და მომხმარებლების 1959 წელს დარეგისტრირებული ასოციაცია, რომლის მიერ მრავალწლიანი კვლევების შედეგები რომელიც ადასტურებს იმ ფაქტს რომ ინერტული მასალის, ცემენტ ბეტონის და ასფალტბეტონის ფრეზებით და მჭრელი ინსტრუმენტებით დამუშავების შედეგად წარმოქმნილი მტვერის თუნდაც მცირე დოზები სერიოზული რისკის ქვეშ აყენებს ფილტვების ჯანმრთელობას. გზების მშენებლობისას უსართხოდ სამუშაოების ჩატარებას Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 1, 2023 84 ხშირად ართულებს ის მდგომარეობა როცა სამუშაოები სრულდება გზის იმ უბნებზე სადაც არაა შეწყვეტილი სატრანსპორტო ნაკადების მოძრაობა. დადგენილი ნორმებით ტრანსპორტი ასეთ დროს უნდა დაბალი სიჩქარით უნდა მოძრაობდეს სამუშაო უბნიდან სპეციალური შემზღუდველი საშუალებებით გამოყოფილ უბნებზე, მაგრამ როგორც რეალურ პროცესზე დაკვირვებით ცხადი ხდება, უბნებზე მათ შორის მაღალი ინტენსივობის საქალაქო ქუჩებზე მიმდინარეობს საგზაო სამუშაოები და ისე რომ პერსონალი დაცული არაა ქუჩაში მოძრავი ტრანსპორტის ზემოქმედებისაგან და ხშირად სათანადო გამაფრთხილებელი ფერის მქონე შესაბამისი მოსაცმელითაც არაა შემოსილი. აქ მოყვანილია ცალკეული შემთხვევები ქალაქის მაღალი ინტენსივობის ქუჩებზე მიმდინარე სამუშაოების დროსაა დაფიქსირებული, სამწუხაროა ის რომ ეს და ამის მსგავსი შემთხვევები გამონაკლისს აშკარად არ წარმოადგენს. ეს კი იმაზე მეტყველებს რომ შრომის უსაფრთხოების სფეროშო მოქმედი რეგულაციები, ხშირად რჩება პრაქტიკაში სათანადო ასახვას არ პოულობს და რის გამოც ძვირადღირებული პროექტის შემსრულებელი კომპანიები, მიუხედავად იმისა რომ კანონი მათგან ითხოვს სამშენებლო ნორმების მკაცრად დაცვას, ისინი თავს უფლებას აძლევენ სამუშაოები აწარმოონ შესაბამისი მოთხოვნების ნაწილობრივი დაცვით და ხშირად კი მისი სრული იგნორირებით. ასეთ პირობებში შრომის უსაფრთხოების ხარისხის გაუმჯობესება ვერ მოხერხდება, გამოსავალი კი მოქმედი ნორმების მიმართ ყველა შემსრულებელი კომპანიისაგან თანაბრად, მათ მოთხოვნების სრულად დაცვით შეიძლება იქნას უზრუნველყოფილი. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 1, 2023 85 გამოყენებული ლიტერატურა: 1. Accident Patterns in Road Construction Work Zones Tariq Shehab, Ph.D California State University, Long Beach | shehab@csulb.edu	cache/gs-1397.pdf	txt/gs-1397.txt
