id	author	title	date	pages	extension	mime	words	sentence	flesch	summary	cache	txt
gs-1398	Intskirveli, Thea	CHALLENGES ON THE WAY TO THE REVIVAL OF ICON PAINTING – ON CERTAIN ASPECTS OF THE CANONICAL NORMS: The article was published in the journal "Antiquities of Georgia" N25'22	2023	15	.pdf	application/pdf	5378	100	61	თუ რამდენად მკაცრი და კატეგორიული იყო ხატწერის კანონიკისადმი მათი მოთხოვნები, სამომავლო კვლევის საგანია, თუმცა ფაქტია, საიმდროოდ რუსულ ეკლესიას ჭეშმარიტი მართლმადიდებელი ეკლესიის ეტალონად სწორედ საკუთარი საეკლესიო ხელოვნება მიაჩნდა; ასი თავის კრების დადგენილების საფუძველზე კი ხატის ნიმუშიდან გადმოხატვას აკანონებდა და მთელი სიმკაცრითა და გულმოდგინებით ასრულებდა ქართული ღვთისმსახურების “გამოსწორების” მისიას.42 ამის შედეგი მკვლევართა სამეცნიერო ნაშრომებშიც აისახა და საეკლესიო ხელოვნების განვითარებაზეც დიდი გავლენა მოახდინა.43 ამდენად, პოსტსაბჭოთა ქვეყანაში ეკლესიისკენ შემობრუნებული ქართველი მრევლი, რომელსაც რელიგიურზე არანაკლები ძალით საკუთარი ეროვნული იდენტობის წყურვილი უბიძგებდა ხატწერისა და გალობის განახლებისკენ, უკიდურესად რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა – მას არ ჰქონდა ერთმნიშვნელოვანი პასუხი მთავარ კითხვაზე: როგორ უნდა შევქმნათ ახალი ტაძარი, ხატი მოციქულებმა და მამებმა დაგვიბარეს და არც მრევლის კურთხევა იციან ჯვრის გადასახვით. აქედან ვასკვნით, რომ თქვენ წმინდა ჯვრის მადლისაგან განშორებულხართ”, იქვე, გვ. 16. ხელოვნების პირდაპირი ანალოგები. საეკლესიო კულტურის სულ უფრო მზარდი მოთხოვნების დაკმაყოფილებას დიდი დრო სჭირდებოდა. გამოსავალი თითქოს არსად სჩანდა, მაგრამ ღმერთმა სხვანაირად განაგო; მამა ლაზარემ დროის კანონზომიერება დაარღვია და შექმნა ისეთი სრულყოფილი ხატები, თითქოს შუა საუკუნეების შემდეგ ქართულ საეკლესიო ხელოვნების სკოლას შემოქმედებითი პროცესი არც შეუწყვეტია“35.	cache/gs-1398.pdf	txt/gs-1398.txt
