id	author	title	date	pages	extension	mime	words	sentence	flesch	summary	cache	txt
gs-1460	Kantelashvili, Lasha	LEGITIMACY OF THE OSCE IN LIGHT OF THE RUSSIA-UKRAINE WAR	2023	8	.pdf	application/pdf	2455	49	58	ეუთო, მიუხედავად მრავალი წინაღობისა, დადებით ფუნქციურ როლს ასრულებს მრავალი პრობლემური საკითხის ინოვაციური გზებით მოგვარების საქმეში. დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი (ODIHR) მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადამიანის უფლებების დაცვისა და თავისუფალი, სამართლიანი არჩევნების ხელშეწყობის საქმეში ეუთოს რეგიონში. ეროვნული უმცირესობების უმაღლესი კომისარი (HCNM) ხელს უწყობს უმცირესობების პოლიტიკურ ინტეგრაციას და ეთნიკურ კონფლიქტებში დიპლომატიური გზების უალტერნატივობის იდეის დამკვიდრებას. ევროპაში ნდობისა და უსაფრთხოების ზომების შესახებ ვენის დოკუმენტი „საშუალებას აძლევს წევრ სახელმწიფოებს, სხვა საკითხებთან ერთად, დააკვირდნენ ერთმანეთის სამხედრო წვრთნებსა და აქტივობებს.“82 რა შედეგებითაც არ უნდა დამთავრდეს რუსეთ-უკრაინის ომი რუსეთს და „დასავლეთს“ მოუწევს თანაარსებობა და ერთმანეთთან დიალოგი. ომის დამთავრების შემდეგ პრიორიტეტული იქნება მოლაპარაკებების გამართვა საერთაშორისო შეთანხმებების შესრულებაზე აპელირებით რაშიც ეუთოს როლი არსებითია. შემდგომ თვეებსა და წლებში რუსეთი მთელ რიგ საკითხებზე ისარგებლებს ვეტოს უფლებით, რაც გამოიწვევს ეუთოს უფრო მეტად პარალიზებას. მსგავსს სცენარს შესაძლოა მოჰყვეს ეუთოს საველე მისიების დახურვა. იმ შემთხვევაში თუ „დასავლეთი“ იპოვის 79 იქვე, 6. 80 იქვე,6. 2008 წლის რუსეთ- საქართველოს ომმა გააჩინა, როდესაც რუსეთმა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ პირველად გამოიყენა სამხედრო ძალა მის საზღვრებს მიღმა ეუთოს მეორე წევრი სახელმწიფოს წინააღმდეგ. 2022-23 წლებში მიმდინარეობს ეუთოს ნახევარსაუკუნოვან ისტორიაში ყველაზე მასშტაბური დაპირისპირება ორგანიზაციის ორ წევრ სახელმწფოს შორის, რაც ეუთოს მომავალს ბუნდოვანს ხდის. კვლევის შედეგად გამოტანილი დასკვნები ეყრდნობა ცნობილი ევროპული კვლევითი ცენტრების ბაზაზე არსებულ უახლესი კვლევითი ნაშრომების მიმოხილვას. პრობლემის მეცნიერული ძიებით იკვეთება, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ დასავლურ-აღმოსავლური მოლაპარაკების ერთ-ერთი მთავარი პლათფორმა ეუთო იქნება, რაც თავის მხრივ ორგანიზაციას ლეგიტიმაციას შეუნარჩუნებს. საკვანძო სიტყვები: ეუთო, ლეგიტიმაცია, ორგანიზაციის მომავალი, რუსეთის გარიცხვა. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ქრონიკებმა დღის წესრიგში დააყენა ეუთოს (ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია) ლეგიტიმაციის საკითხი. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი 21-ე საუკუნეში იყო პირველი ომი ეუთოს ორ წევრ სახელმწიფოს შორის და ამავე დროს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთის ფედერაციის მიერ სამხედრო ძალის პირველი გამოყენება მის საზღვრებს მიღმა. ომში ეუთოს მოქმედების Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ 5 N 1, 2023 115 შესახებ არსებული ლიტერატურა არაერთგვაროვანია.	cache/gs-1460.pdf	txt/gs-1460.txt
