id	author	title	date	pages	extension	mime	words	sentence	flesch	summary	cache	txt
gs-1464	Matsaberidze, Mamuka	FOR THE FUNCTIONAL PURPOSE OF THE THIRD MISSION OF THE UNIVERSITY AND THE IMPLEMENTATION OF NEW KNOWLEDGE IN EDUCATIONAL PROGRAMS 	2023	21	.pdf	application/pdf	3825	92	65	„საგზაო რუკის“ ფუნქციის მქონე მასალას მენეჯერ- სტრატეგებისათვის, ეკონომისტებისათვის, პოლიტიკის განმსაზღვრელთათვის, მეწარმეებისათვის, ბიზნეს პროფესიონალებისათვის, მეცნიერ-მკვლევარებისა და სამივე საფეხურის, სხვადასხვა პროფილის სტუდენტებისათვის. საკვანძო სიტყვები: „უნივერსიტეტის მესამე მისია“, „საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმება“, „მაგნა კარტა“, ცოდნის ტრანსფერი, დარგობრივი ცოდნის მიკრო და მაკრო კონტექსტი, ტექსტიდან ცოდნის ამოღების ალგორითმი, ცოდნის სტრუქტურირების სტადიები, რადონის პრობლემა, ჰადრონები, ქვანტური ქრომოდინამიკა (კქდ), კვანტური ველების თეორია. გლობალიზაციის დამდგარი რეალობის შესატყვისად - უნივერსიტეტი, როგორც კვლევის, სწავლების და თანამედროვე მოქალაქის აღზრდის ინსტიტუცია, ორიენტირებული უნდა იყოს მომავლის ადამიანზე, რომელსაც შეეძლება საკუთარი მსოფლხედვის, სახელმწიფოსა და Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 1, 2023 138 საკუთარი ხალხის ცხოვრების კეთილსაიმედო განსაზღვრა. მომავლის ადამიანმა სწორად უნდა დაადგინოს, თუ რომელი ღირებულებებია მნიშვნელოვანი და რისთვის ღირს საკუთარი ცხოვრების მიძღვნა. უნივერსიტეტის ავტონომიურობა, აკადემიური თავისუფლება, ღიაობა, სწავლების ალტერნატიული ფორმების დანერგვა და კრიტიკული აზროვნება მეცნიერების წინსვლის მსაზღვრელი წინაპირობაა. სხვა შემთხვევაში, ჭეშმარიტების ძიებას ენაცვლება კორპორატიული ან ინტერესთა ჯგუფებისათვის სასურველი დოგმატიკა, რაც, როგორც უნივერსიტეტისათვის, ასევე სახელმწიფოსათვისაც დამღუპველია. აღნიშნული სახელმწიფოს ავალდებულებს, რომ უნივერსიტეტის თავისუფლების გარანტი იყოს და თავად უზრუნველყოს, რომ უნივერსიტეტმა არასოდეს დაივიწყოს საკუთარი მაგნა კარტა83 და დანიშნულება. 21-ე საუკუნის დასაწყისში უნივერსიტეტის მისია ფუნდამენტურად შეიცვალა. აღნიშნული ცვლილებები ეხება უნივერსიტეტისა და საზოგადოების ურთიერთობის მიზნებსა და მოდელებს. უნივერსიტეტი არ არის მხოლოდ სასწავლო ინსტიტუცია, არც მხოლოდ კვლევების საწარმოო ინსტიტუცია. დღეს უმნიშვნელოვანესია უნივერსიტეტის სოციალური ფუნქცია: საზოგადოებას მუდმივად სჭირდება განვითარების ორიენტირები, რაზე დაყრდნობითაც საზოგადოებრივი აზრი წარმართავს სახელმწიფოს განვითარების დინამიკას. ამდენად, საზოგადოების სასიცოცხლო ინტერესები მოითხოვს საუნივერსიტეტო ჩართულობას მისი კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფისათვის. უნივერსიტეტის სოციალური მისია საგანმანათლებლო საქმიანობით მაგნა კარტამ მსოფლიოს მისცა ის ცნებები და ინსტიტუციები, რომლებსაც მომავალში დემოკრატია დაეფუძნა. ამ ქარტიის დამსახურებაა, რომ სახელმწიფო ძალაუფლების წყარო ხალხის ნებაა და ეს ნება მათი არჩეული წარმომადგენლობითი ორგანოთი ხორციელდება; ამ ქარტიით - ადამიანის თავისუფლება და ქონება ხელშეუხებელია და კანონის წინაშე ყველა, მათ შორის ნებისმიერი მმართველი, თანასწორია და ამ ყველაფრის ზედამხედველის როლს ასრულებს დამოუკიდებელი და სამართლიანი სასამართლო. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 1, 2023 139 ტექნოლოგიების ტრანსფერი საზოგადოების ცხოვრების დონის გასაუმჯობესებლად. გ).	cache/gs-1464.pdf	txt/gs-1464.txt
