id	author	title	date	pages	extension	mime	words	sentence	flesch	summary	cache	txt
gs-1467	Abzianidze, Akaki	A GEOPOLITICAL UNDERSTANDING OF CHRISTIANITY	2023	7	.pdf	application/pdf	1811	38	68	Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 1, 2023 165 Georgian Scientists ქართველი მეცნიერები Vol. 5 Issue 1, 2023 https://doi.org/10.52340/gs.2023.05.01.14 ქრისტიანობის გეოპოლიტიკის საკითხები აკაკი აბზიანიძე პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი. პროფესორი, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი რეზიუმე თემა ეხება ქრისტიანობის გეოპოლიტიკის საკითხებს, სადაც გაანალიზებულია სახარებისეული იგავი ,,მთესველის შესახებ’’ და ამავე იგავის მიმართება ქრისტიანობის გეოგრაფიული განფენილობასა და გეოპოლიტიკურ სიმბოლიზმთან. ამასთან ერთად, ქართული სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობათა სიმფონიის საკითხები და ამავე სიმფონის გეოპოლიტიკური საფუძვლები რუსეთის მართლმადიდებლობის გეოპოლიტიკასთან მიმართებაში. საკვანძო სიტყვები: რელიგია, ქრისტიანობა, გეოპოლიტიკა «ესერა გამოვიდა მთესვარი თესვად და თესვასა მას მისსა რომელიმე დავარდა გზასა ზედა და მოვიდეს მფრინველნი ცისანი და შეჭამეს იგი. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 1, 2023 170 რომზე პრეტენზია მოგვიანებით ჯერ ბიზანტიამ, ხოლო შემდეგ რუსეთმა განაცხადეს, რითაც შეითვისეს რომის იმპერიის ბუნება. გარდა ბიზანტიისა და რუსეთისა რომს სხვა სულიერი მემკვიდრეებიც დარჩა მსოფლიო ჰეგემონი სახელმწიფოების სახით, ხოლო იერუსალიმზე, რომელიც იყო და არის ღვთის ქალაქის, სულიერების, რწმენის, რელიგიის სიმბოლო არც ერთ სახელმწიფოს არ განუცხადებია პრეტენზია გარდა საქართველოსი, რითაც საქართველომ აიღო ორიენტაცია სულიერებისაკენ და ღმერთისაკენ, და ამით ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნება-დაცვას მიჰყო ხელი. პარალელურად, საქართველოს პრეტენზია, რომელიც მას კავკასიის ერთიანობაში ჰეგემონის გამოვლინებაში გააჩნდა, დავით აღმაშენებლის ეპოქაში ხელსაყრელი ვითარებით ისარგებლა და თითქმის მიაღწია საერთო კავკასიური იდეის განვითარებას. გელათის ახალ იერუსალიმად და სხვა ათინად სახელდებით საქართველომ თავის თავში მოახდინა აღმოსავლური რელიგიისა და დასავლური ფილოსოფიის სინთეზი, რაც სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობებშიც აისახა სიმფონიის სახით, რის შედეგადაც მივიღეთ სხვა სახელმწიფოებისაგან განსხვავებული, სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობათა ქართული მოდელი. ვინაიდან გეოპოლიტიკურად საქართველო განეკუთვნება იმ ადგილს, სადაც ერთმანეთს ემიჯნება და ესაზღვრება აღმოსავლეთი და დასავლეთი, ჩრდილოეთი და სამხრეთი მან თავის ბუნებაში ცუდთან ერთად მოახდინა ყველა იმ სიკეთის თავმოყრა, რაც ამ გეოგრაფიული ორიენტაციის სიმბოლოებს ახასიათებდა. ამიტომ შემთხვევითი არ იყო საქართველოს პრეტენზია იერუსალიმზე და ათენზე, ეს მისი ისტორიულ-გეოგრაფიული მოთხოვნილება გახდა. იერუსალიმობის შინაგანმა მოთხოვნილებამ თავისი დაკმაყოფილება თანამედროვე სახელმწიფოს სიმბოლიზმში ჰპოვა, როცა სახელმწიფოს დროშად აღიარებულ იქნა ხუთჯვრიანი დროშა, რომელიც ისტორიულად იერუსალიმის დროშა იყო და მას განასახიერებდა. ამაშია ქართული სახელმწიფოს ბუნების თავისებურება, რამაც განაპირობა მისი შეუთავსებლობა რუსულ ბუნებასთან და აქედან გამომდინარე ქართული მართლმადიდებლობის გეოპოლიტიკის წინააღმდეგობა რუსული მართლმადიდებლობის გეოპოლიტიკასთან. ამ შეუთავსებლობაში თავისი როლი ითამაშა გეოპოლიტიკურმა მდებარეობამ.	cache/gs-1467.pdf	txt/gs-1467.txt
