id	author	title	date	pages	extension	mime	words	sentence	flesch	summary	cache	txt
gs-1538	Tsintskiladze, Avtandil; Ardzenadze, Merab; Kutaladze, Nunu; Abuladze, Dodo	CONSUMER VALUE OF SUBTROPICAL PERSIMMON AND PROSPECTS FOR PRODUCTION EXPANSION	2023	29	.pdf	application/pdf	11283	703	70	და ხურმის სანელებელი /58, 59, 60/. ხურმის მწკლარტე ჯიშები შეიცავენ 1-2% ხსნად ტანინებს და გააჩნიათ ძლიერი მწკლარტე გემო. CO2-ით ან ეთანოლით ანაერობული დამუშავება ზრდის აცეტილალდეჰიდის შემცველობას და აქრობს მწკლარტე თვისებებს. ფიქრობენ /75/, რომ ხურმის პოლიფენოლები მონაწილეობენ დიაბეტის გართულების, ათეროსკლეროზის, სიმსივნური, მეტასტაზირების, ანთებით, ოსტეოპოროზის, კანის დაბერების პროცესებში. სამკურნალო მიზნით შექმნეს კაფსულები, რომელსაც ცუდი გემური თვისებები გააჩნდა, ამის გადასაფარად კაპსულირების პროცესებში გამოიყენეს ციტრუსის არომატიზატორები (ციტრალი), რათა კაპსულის გემური თვისებები გაეუმჯობესებინათ. აღსანიშნავია, რომ ფენოლურ ნაერთებს გადამუშავების პროცესში უყალიბდებათ ცუდი გემო და არომატი, წამლის მძაფრი გემო. პრეპარატის მიღების პროცესი ხდებოდა შემდეგნაირად: დაუმწიფებელ მწკლარტე ხურმას გააცალეს კანი, რბილიბი დააბლენდერეს. შემდეგ ჩაუტარეს ჰომოგენიზირება და გააზავეს წყლით 3 ლ-მდე. ხსნარს დაუმატეს 7ლ მეთანოლი და დააყოვნეს ერთი კვირა ბნელ ადგილას. მიზანი იყო დაუწმენდელი ექსტრაქტების მიღება. დაწმენდა გაუკეთდა ვაკუუმ ფილტრაციით ნუტჩ-ფილტრზე და ჩაუტარდა კონცენტრირება ვაკუუმით. ექსტრაქტებიდან ბიოაქტიური ნივთიერებების გამოყოფა მოახდინეს ჰექსანით, შემდეგ 1-ბუთანოლით. ექსტრაგენტების 1-ბუთანოლიდან გამოყოფა განხორციელდა განმეორებითი ქრომატოგრაფიით სილიკაგელით და გელ-ფილტრაციით. მიღებული იქნა 12 კომპონენტი /73/. ქართველმა მეცნიერებმა /76/ ჰუსეინინეჯადი, გონსალესი და ჰერნანდო თავიანთ კვლევებში /55/, თემაზე „კვების პროდუქტებისა და ინგრედიენტების წარმოება აგროსამრეწველო გადამუშავების თანმდევი პროდუქტების ღირებულების გაზრდის ხარჯზე“ აცხადებენ, რომ ხურმა მდიდარია კვებითი და ბიოაქტიური ნივთიერებებით. თუმცა მალფუჭადობის, დაბალი შენახვისუნარიანობის, ტრანსპორტაბელობის და სხვა ფაქტორების ზეგავლენით მაღალი დანაკარგებით გამოირჩევა. ამიტომ ისინი თავის კვლევებს მიმართავენ ხურმისათვის უნარჩენო ტექნოლოგიების შემუშავების მიმართულებით, რაც ითვალისწინებს ძვირფასი ნარჩენების მართვას და ახალი სახის პროდუქტების წარმოებას. სტატიაში /1,2/ აღნიშნულია, რომ ხურმის ფიტოქიმიური პროფილი შედგება კაროტინოიდებისაგან, ანტოციანებისაგან, ორგანული მჟავებისა და ფენოლური ნაერთებისაგან, რომლებიც განსაზღვრავენ მის ბიოლოგიურ ღირებულებას. ეს ნივთიერებები აუმჯობესებენ ადამიანის ჯამრთელობას და ამცირებენ გულსისხლძარღვთა, სიმსივნურ, დიაბეტურ, სიმსუქნის დაავადებებს. მიზანშეწონილია გლობალური სასურსათო კრიზისის პირობებში კვების რაციონში ხურმის პროდუქტების ჩართვა. აგრეთვე უნდა გაფართოვდეს ხურმის გამოყენება სხვადასხვა პროდუქტების (ბიოსაწვავი, ნატურალური საღებავები, Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 1, 2023 194 ზრდის რეგულატორები, ბიოდეგრადირებადი პოლიმერები, ანტიმიკრობული პრეპარატები, ემულგატორები) მისაღებად. უნდა მოხდეს უნარჩენო წარმოება. საკვები ნივთიერებები უფრო მეტი რაოდენობითაა კანში ვიდრე რბილობში /7/, თუმცა როგორც წესი ის იყრება ნედლი მოხმარებისას და ჩირის წარმოებისას. ჩირის წარმოება ფართოდაა	cache/gs-1538.pdf	txt/gs-1538.txt
