id	author	title	date	pages	extension	mime	words	sentence	flesch	summary	cache	txt
gs-1561	Metskhvarishvili, Magda; Pagava, Samson; Gorgadze, Kakha; Dekanosidze, Shorena; Beriashvili, Natia	RADON EXPOSURE AND LUNG CANCER	2023	9	.pdf	application/pdf	1965	113	78	კვლევებმა პირველად გამოავლინა მაღალი კორელაცია ფილტვის კიბოს სიხშირესა და რადონის შვილობილი ელემენტების ზემოქმედებას შორის ევროპაში მაღაროელებში. ამის შემდეგ დაიწყეს სახლებში რადონის ზემოქმედებისა და ფილტვის კიბოს შემთხვევების შესახებ მონაცემების და კვლევების შეგროვება. ბევრმა საერთაშორისო კვლევამ აჩვენა ფილტვის კიბოს რისკის თანაფარდობის ზრდა, როდესაც სახლის შიგნით რადონის კონცენტრაცია მაღალია. საკვანძო სიტყვები: მაიონიზებელი გამოსხივება, რადონი, ფილტვის კიბო, იზოტოპები, A კლასის კანცეროგენი, ბაზალური და სეკრეტული უჯრედები. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 1, 2023 220 შესავალი მაიონიზებელი რადიაციით დასხივების უმეტესი წილი, საზოგადოდ, განპირობებულია ბუნებივი წყაროებით ფილტვის კიბოს საშუალო სიხშირეების ვარიაციებს შორის გეოგრაფიული კორელაციების შესწავლა. უმეტეს შემთხვევებში ეკოლოგიური კვლევების შედეგები წინააღმდეგობრივია და ისეთი ინდივიდუალური მონაცემების გარეშე, როგორიცაა რადონის კონკრეტული დონეები ან ფილტვის კიბოს გამომწვევი სხვა ისეთი მნიშვნელოვანი ფაქტორების არსებული კანონზომიერებები, როგორიცაა, მაგ., თამბაქოს მოხმარება, ადექვატურად არ ასახავენ რეალურ უთიერთკავშირს. კოენის მიერ ჩატარებული ერთერთი ყველაზე მასშტაბური ეკოლოგიური კვლევის შედეგებმა უარყოფითი კორელაცია აჩვენეს რადონის საშუალო დონესა და ფილტვის კიბოთი დაავადების ასაკის მიხედვით შესწორებულ სიხშირეს შორის. ამის ერთერთი მიზეზი შესაძლოა იყოს უარყოფითი კორელაცია თამბაქოს მოხმარების სიხშირესა და რადონის დონეებს შორის გამოკვლეულ ტერიტორიებზე	cache/gs-1561.pdf	txt/gs-1561.txt
