id	author	title	date	pages	extension	mime	words	sentence	flesch	summary	cache	txt
gs-1567	Tavdgiridze, Nino; Tevdorashvili, George; Kepuladze, Shota; Burkadze, George	ASSESSMENT OF PROLIFERATIVE ACTIVITY OF IMMATURE OVARIAN TERATOMAS USING AgNOR TECHNOLOGY	2023	16	.pdf	application/pdf	2684	115	78	1თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის Phd სტუდენტი; 2თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსტეტის მეანობა-გინეკოლოგიის კათედრის ასოცირებული პროფესორი; 3თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, მოლეულური პათოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; 4თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის Phd სტუდენტი; ექიმი პათოლოგანატომი; აბსტრაქტი გერმინაციული უჯრედული სიმსივნეები მომდინარეობს საკვერცხის გერმინაციული უჯრედებისგან. ისინი საკვერცხის ყველა სახის სიმსივნის 20-30%-ს შეადგენენ. დაახლოებით 95% არის კეთილთვისებიანი და წარმოდგენილია მწიფე ცისტური ტერატომით და მხოლოდ 5% არის ავთვისებიანი. საკვერცხის ავთვისებიანი გერმინაციული უჯრედული სიმსივნე წარმოადგენს საკვერცხის ყველა ავთვისებიანი სიმსივნის 2,6%-ს, განსხვავებით საკვერცხის ეპითელური სიმსივნეებისაგან (95%). და პრობლემური საკითხია და არსებული ლიტერატურის მიხედვით გამოიყენება სხვადასხვა საშუალებები შემთხვევათა უფრო ზუსტი სტატიფიკაციის განსაზღვრის მიზნით. ერთერთი შესაძლოა გამოყენებულ იქნას AgNOR შეღებვა რომელიც მოწოდებულია როგორც პროლიფერაციის შეფასების ერთ ერთი საშუალება სხვადასხვა სიმსივნეთა შემთხვევაში, როგორც დისპლაზიების ასევე კეთილთვისებიანისა და ავთვისებიანი პროცესების დიფერენციაციაში. ჩვენი კვლევის თანახმად ის გამოყენებულია უმწიფარი ტერატომების სხვადასხვა ჰისტოლოგიური დიფერენციაციის დროს პროლიფერაციული აქტივობის შეფასებისათვის. საკვანძო სიტყვები: უმწიფარი ტერატომა; პროლიფერაციული აქტივობა; AGNOR; Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 1, 2023 234 ლიტერატურის მიმოხილვა გერმინაციული უჯრედული სიმსივნეები მომდინარეობს საკვერცხის გერმინაციული უჯრედებისაგან. ისინი საკვერცხის ყველა სახის სიმსივნის 20-30%-ს შეადგენენ(1).	cache/gs-1567.pdf	txt/gs-1567.txt
