id	author	title	date	pages	extension	mime	words	sentence	flesch	summary	cache	txt
gs-1572	Tukvadze, Avtandil; Abzianidze, Akaki; Gelashvili, Elene	CULTURAL ELITE: AN ACTOR THE FORMATION OF NATIONAL-POLITICAL IDENTITY	2023	15	.pdf	application/pdf	4268	53	34	ხალხის კულტურულ ერთობად, ერად ფორმირების, და პოლიტიკური თვითშეგნების ჩამოყალიბების პროცესში განუსაზღვრელია ინტელექტუალური, კულტურული ელიტის როლი; შესაძლებელია გავიზიაროთ სენ–სიმონის, ლებონის, სმიტის, მეინეკეს და სხვა მკვლევარების შეხედულებები და აღვნიშნოთ: გარკვეული აზრით შეიძლება ვთქვათ, რომ გამოჩენილი ადამიანების ერთობლიობა ქმნის ნაციონალური თვითშეგნებას და პოლიტიკური იდენტობას, ქვეყნის ინტელექტუალური პოტენციალის ნაყოფია ერის კულტურულ ერთობად ფორმირება–წამოუდგენელია ვისაუბროთ ქართველ ერზე უძველესი დამწერლობის, განვითარებული სალიტერატურო ენის, ბაგრატის, სვეტისცხოვლის, გელათის, ალავერდის, პეტრე იბერის, შოთა რუსთაველის, ბექა და ბეშქენ ოპიზრების „ხახულის ხატის“, ბექა აღბუღას, ვახტანგ მეექვსის სამართლის წიგნების, მართლმადიდებლური რწმენისა და ზნეობის მქადაგებელი საეკლესიო მოღვაწეების პეტრე იბერის, გრიგოლ ხანცთელის, გიორგი ათონელის, გაბრიელ ქიქოძის, ილია მეორის, Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 1, 2023 277 მწერლების და პოეტების ნიკოლოზ ბარათაშვილის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, გალაქტიონ ტაბიძის, კოსტანტინე განსახურდიას, მიხეილ ჯავახიშვილის, გრიგოლ რობაქიძის, ვაჟა–ფშაველას, ოთარ ჭილაძის, ჭაბუა ამირეჯიბის, ნოდარ დუმბაძის, მეცნიერების ივანე ჯავახიშვილის, ივანე ბერიტაშვილის, ნიკო მუსხელიშვილის, ილია ვეკუას, ანდრია რაზმაძის, ვიქტორ კუპრაძის, აკაკი შანიძის, გია დვალის, თამაზ გამყრელიძის, ექვთიმე თაყაიშვილის, ქორეოგრაფების, ქართული ცეკვების დიდოსტატების ილიკო სუხიშვილის და ნინო რამიშვილის, ქართული ხალხური სიმღერების ვირტუოზი შემსრულებლების ჰამლეტ გონაშვილის, ანზორ ერქომაიშვილის, თეატრისა და კინოს გამოჩენილი მოღვაწეების, კოტე მარჯანიშვილის, სანდრო ახმეტელის, რობერტ სტურუას (სპექტაკლების „კავკასიური ცარცის წრის“ და „რიჩარდ მესამის“), რამაზ ჩხიკვაძის, უშანგი ჩხეიძის, აკაკი ხორავას, სესილია თაყაიშვილის, ნატო ვაჩნაძის, ვერიკო ანჯაფარიძის, თენგიზ აბულაძის, ელდარ შენგელაიას, მოჭადრაკეების ნონა გაფრინდაშვილის, მაია ჩიბურდანიძის გარეშე: ბევრი ცნობილი ადამიანი არაა დასახელებული, რომელთა როლი განუზომელია ქართველი ხალხის ერად ქმნადობის პროცესში; და ბოლოს, ქართული სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბება, განვითარება შენარჩუნების პროცესში გადამწყვეტი როლი ითამაშა დიდმა ქართველმა მეფეებმა და გამორჩეულმა პოლიტიკურმა, საეკლესიო და საზოგადოებრივმა მოღვაწეებმა. ერის კულტურულ ერთობად ფორმირებაში ლიტერატურის, ხელოვნების, კულტურის გამოჩენილ წარმომადგენლების როლის ანალიზი, მიზეზ–შედეგობრივი კავშირის კონკრეტიზაცია, დეტერმინიზმის გამოხატულებაა და ბევრ შეზღუდულობას შეიცავს, მაგრამ მიგვაჩნია საკითხის უკეთ გააზრებისათვის შესაძლებელია სენ–სიმონისეული მიდგომის დაკონკრეტებული ვარიანტის გამოყენება: ასეთი მიდგომა ნიშნავს ფრიდრიხ მეინეკეს შეხედულების გაზიარებას, ერების დეფინიციას ორ კატეგორიად, კულტურულ და სახელმწიფო ნაციებად, როცა ერთ შემთხვევაში კულტურულ ერთობად, ერის იდენტობის განმსაზღვრელი სულიერი ღირებულებებია (ბუნებრივია ამ ფასეულობების შემქმნელი კულტურის გამოჩენილი წარმომადგენლები), ხოლო მეორე შემთხვევაში სახელმწიფოებრიობა, სუბიექტუნარიანობა, კონსტიტუცია და სუვერენიტეტია სახელმწიფო ერის განმსაზღველი. განათლებისა და კულტურის მნიშვნელობა ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებისა და სახელმწიფობრივი მშენებლობის პროცესში პირველმა გააცნობიერა ილია ჭავჭავაძემ, ივანე ჯავახიშვილმა და სხვა ცნობილმა საზოგადო მოღვაწეებმა: ილია ჭავჭავაძემ მოგვცა ინტელექტუალური ელიტის იერარქიული საფეხურების დეფინიცია და გამოყოფს ზოგად, ერის, თემის, გვარის, ოჯახის კაცებს და აკონკრეტებს მათ მმართველობის ფუნქციებს: ჯონსი, რომელიც ერთი მსრივ, ფასადებითა და ფანტაზიებით და მეორე მხრივ, რეალობებით და აჯანყებებით ხასიათდებოდა..ამ სისტემის ორმაგი ხასიათი განსაკუთრებით თვალსაჩინო იყო ეკონომიკაში.“ სტივენ ფ. ჯონსი (2013)	cache/gs-1572.pdf	txt/gs-1572.txt
