id	author	title	date	pages	extension	mime	words	sentence	flesch	summary	cache	txt
gs-1573	Tsanava, David	მოდელურ გვირაბში ხანძრის განვითარების სცენარების ანალიზი სიცოცხლის გადარჩენის მიზნით რეალურ მიწისქვეშა სივრცეში 	2023	14	.pdf	application/pdf	4220	155	80	და მისი განვითარების სცენარი, გამოყოფილი ტოქსიკური ნაერთების სახეობა და გავრცელების ხასიათი, გვირაბის გეომეტრია და ვენტილაციის სისტემა. ტრანსფორმირებადი სისტემის გამოყენება ნიშნავს ცეცხლგამძლე ბარიერებით გვირაბების მოკლე უბნებად დაყოფას ხანძრისა და მისი დამაზიანებელი ფაქტორების გავრცელების შეფერხებისათვის. ხაზგასმით აღსანიშნავია, რომ გვირაბის მოკლე უბნებად დაყოფის აღნიშნული ხერხის გამოყენება საქართველოში მოქმედი და მშენებარე გვირაბების საპროექტო გადაწყვეტებში გათვალისწინებული არ არის. კერძოდ, საქართველოში უახლოეს 3-5 წელიწადში უნდა აშენდეს 50-ზე მეტი საავტომობილო გვირაბი, რომელთა საპროექტო გადაწყვეტების თანახმად, მოსალოდნელი საფრთხის ერთადერთი რისკ-ფაქტორია ხანძარი, ხოლო უსაფრთხოების ღონისძიებები არ ითვალისწინებენ გვირაბების ოპერატიული დაყოფის შესაძლებლობას. აქედან გამომდინარე, აღნიშნული საკითხი ძალზე აქტუალურია საქართველოს პირობებისათვის. თეორიულ ანალიზს მოითხოვს კრიტიკული სიჩქარისა და უკუდინების სიგრძის კორელაცია ხანძრის მაჩვენებლებთან ტრანსფორმირებადი სისტემის გავლენის გარეშე და მისი გავლენის მხედველობაში მიღებით. აღნიშნული გათვალისწინებული უნდა იქნეს გვირაბის მომსახურე პერსონალისა და მაშველების მიერ უბედურების ზონაში მოქცეული ადამიანების ევაკუაციის საკითხის გადაწყვეტისას. საკვანძო სიტყვები: გვირაბის ვენტილაცია; მიწისქვეშა ხანძარი; ფიზიკური მოდელი; ტრანსფორმირებადი სისტემა; სიცოცხლის გადარჩენა. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 1, 2023 290 1. შესავალი საქალაქო და საავტომობილო ტრანსპორტისათვის, ისე როგორც სარკინიგზო მიმოსვლისა და სამთო მრეწველობისათვის გვირაბები განუყოფელი ნაწილია თანამედროვე პირობებში. ამიტომ გვირაბების უსაფრთხოება დიდად მნიშვნელოვანია, ხოლო სავენტილაციო სისტემები უსაფრთხოების უზრუნველყოფაში დიდ როლს თამაშობენ, განსაკუთრებით გამოკვეთილია აღნიშნული ხანძრით გამოწვეული საგანგებო სიტუაციების დროს. საქართველოში უახლოეს 3-5 წელიწადში უნდა აშენდეს 50-ზე მეტი საავტომობილო გვირაბი, რომელთა საპროექტო გადაწყვეტების თანახმად, მოსალოდნელი საფრთხის ერთადერთი რისკ-ფაქტორია ხანძარი. ხანძრის კრიტიკული სიჩქარე არის ერთ-ერთი ძირითადი მახასიათებელი, რომელიც გავლენას ახდენს გვირაბის ვენტილაციის კონსტრუქციაზე. აღნიშნული სიჩქარე არის ვენტილაციის მინიმალური გრძივი სიჩქარე, რომელიც გამორიცხავს კვამლის შესაძლო ნაკადის უკუდინებას, ანუ მის მოძრაობას გვირაბის შესასვლელისაკენ და შესაბამისად, ხელს უწყობს ევაკუაციას და ხანძრის ჩაქრობას. არსებობს კრიტიკული სიჩქარისადმი მიძღვნილი მრავალი ექსპერიმენტული, ანალიზური და რიცხვითი კვლევა. თეორიული კვლევები ფოკუსირებული იყო თომასის კორელაციაზე და ფრუდის მასშტაბირების თეორიაზე და ნატურაში, მ; nu , mu - ჰაერის სიჩქარე მოდელზე და ნატურაში, მ/წმ. ექსპერიმენტები შესრულდა გვირაბის ფიზიკურ მოდელზე. შესწავლილი იქნა ხანძრის გავლენა გრძივი ვენტილაციის პირობებში კრიტიკულ სიჩქარეზე, უკუდინების სიგრძეზე და ვენტილაციის კოლაფსის მოსალოდნელობაზე ტრანსპორტისა და ტრანსფორმირებადი	cache/gs-1573.pdf	txt/gs-1573.txt
