id	author	title	date	pages	extension	mime	words	sentence	flesch	summary	cache	txt
gs-1634	Kotrikadze, Gulnara	INFORMATION SECURITY AND CYBER SECURITY	2023	12	.pdf	application/pdf	3127	57	54	საფრთხეები კიბერსაფრთხეების „ტრადიციულ“ ფორმებთან ერთად, შესაბამის სივრცეში საქართველოს მოწყვლადობას, აღნიშნული საფრთხეების თანამედროვე გამოვლინებები განაპირობებს. ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიით გამოწვეულ, დისტანციური მუშაობის უზრუნველყოფის მიზნით ელ. სერვისებზე მზარდ დამოკიდებულებას, შესაბამისი ქსელების / სისტემების უსაფრთხოების კუთხით დამატებითი გამოწვევები მოაქვს. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 1, 2023 331 კიბერსივრცის უსაფრთხოებაზე საკუთარი გავლენა აქვს ხელოვნური ინტელექტის განვითარებას. ამასთან, ყოველდღიურ ცხოვრებაზე, 5-G და ბლოკჩეინ ტექნოლოგიები უშუალო და სულ უფრო მზარდ ზეგავლენას ახდენს. შესაბამისად, კიბერუსაფრთხოების სფეროში, მათთან დაკავშირებული სირთულეების გათვალისწინებაც ხდება საჭირო. აღნიშნული ტექნოლოგიები, ინფორმაციის მიღების, ცოდნის გენერირებისა და მონაცემთა გაცვლის ახალ შესაძლებლობებს ქმნიან, თუმცა, შესაბამისი სისტემების „ახალი ფორმით“ მოწყვლადობასაც განაპირობებენ. შესაბამის ინფრასტრუქტურაზე/ტექნოლოგიებზე მზარდი დამოკიდებულება, შესაძლებლობებთან ერთად, საფრთხის აქტორების მხრიდან აღნიშნული ინოვაციების ბოროტად გამოყენების რისკებსაც ზრდის. ახალი ტექნოლოგიების განვითარება იწვევს კიბერთავდასხმების მეთოდებისა და საშუალებების დივერსიფიცირებასა და შემდგომ დახვეწას. აღნიშნული სიტუაცია კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფის კონტექსტში გარკვეული მიდგომების ცვლილებას / ადაპტაციას განაპირობებს და საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან სათანადო რეაგირებას მოითხოვს. მიუხედავად გარკვეული აღმავლობისა, მომდევნო ნაწილში აღწერილ საფრთხეებსა და რისკებთან გამკლავების მიზნით საქართველოს ჯერ კიდევ დიდი ძალისხმევა დასჭირდება კიბერუსაფრთხოების ეროვნულ-სტრატეგიულ დონეზე განვითარების თვალსაზრისით. თუკი წინა წლებში შეიქმნა მყარი საფუძველი კიბერუსაფრთხოებისთვის, დღეს და სამომავლოდ კრიტიკულია ამ ხელშემწყობი ჩარჩოების მდგრადი განვითარება, არსებული პროგრესის შენარჩუნება და მასზე დაშენებით კიბერუსაფრთხოების ეროვნული შესაძლებლობებისა და საქართველოს კიბერუსაფრთხოების პოლიტიკის სტრატეგიული მიმართულებების გაძლიერება. კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ეროვნული და სამთავრობო ჯგუფის (CERT.GOV.GE) მიერ ინციდენტების აღმოჩენისა და მათზე რეაგირების სხვადასხვა ტექნოლოგიური საშუალების გამოყენებით (ქსელისა და IP მონიტორინგის სისტემა, პორტალები, სენსორები და ა.შ.) მიღებული სტატისტიკა ცხადყოფს, რომ 2014 წლიდან 2019 წლამდე დარეგისტრირებული ინციდენტების რაოდენობა, სულ მცირე, ორჯერ გაიზარდა. ამასთან, იმატა დაინფიცირებული IP მისამართების რიცხვმა და პორტალებთან დაკავშირებულმა უსაფრთხოების მოვლენებმა. დასკვნა  არ გასცეთ არანაირი პაროლი, მათ შორის არც ძალიან ახლობელ ადამიანებთან;  პაროლი უნდა იყოს რაც შეიძლება საიმედო, რთული (სიმბოლოები, რიცხვები, პატარა და დიდი ასოები);  არ შეხვიდეთ არასაიმედო საეჭვო გვერდებზე;  არ გახსნათ ვითომდა ბანკი თუ გთავაზობთ რაიმეს, თუნდაც მესიჯის სახით, თუ არ დარწმუნდებით, რომ ინფორმაცია ჭეშმარიტია; და ელექტრონული მმართველობის ხელსაყრელი გარემო, ჩამოაყალიბოს ისეთი სტრატეგიული, ინსტიტუციურ-ორგანიზაციული და სამართლებრივ-მარეგულირებელი ჩარჩოები, რაც ხელს შეუწყობს ელექტრონულ სივრცეში მოქალაქეების, კერძო და საჯარო სექტორების უსაფრთხო ფუნქციონირებასა და ონლაინ სივრცის დაცულად გამოყენებას. საქართველოს მთავრობა აქტიურად ისწრაფვის ღია, უსაფრთხო და დაცული კიბერსივრცის უზრუნველყოფისკენ, რათა კიდევ უფრო მეტად განვითარდეს ინფორმაციული საზოგადოება, შეიქმნას საჯარო და კერძო სექტორში ელექტრონული კომერციის, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა და ტრანზაქციების, ასევე, ელექტრონული მმართველობის მომსახურებისთვის სანდო გარემო. 1.4.	cache/gs-1634.pdf	txt/gs-1634.txt
