id	author	title	date	pages	extension	mime	words	sentence	flesch	summary	cache	txt
gs-1658	Mchedlidze, Ketevan; Benidze, Mariam; Sakvarelidze, Natia; Aneli, Jemal	THE ANATOMICAL STRUCTURE OF THE ABOVEGROUND VEGETATIVE ORGANS OF Solanum nigrum L.	2023	10	.pdf	application/pdf	1979	93	83	Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 2, 2023 6 Georgian Scientists ქართველი მეცნიერები Vol. 5 Issue 2, 2023 https://doi.org/10.52340/gs.2023.05.02.02 Solanum nigrum L. -ის მიწისზედა ვეგეტატიურ ორგანოთა ანატომიური აგებულება ქეთევან მჭედლიძე, მარიამ ბენიძე, ნათია საყვარელიძე, ჯემალ ანელი თსსუ იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტი აბსტრაქტი შესწავლილია საქართველოს ფლორის, როგორც ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების მდიდარი წყაროს Solanum nigrum L.-ის, ძაღლყურძენას მიწისზედა ვეგეტატიური ორგანოების შინაგანი აგებულების თავისებურებანი. მიკროტექნიკაში მიღებული კამერალური მეთოდებით კვლევის შედეგად გამოვლენილია პერსპექტიული მცენარის ანატომიური აგებულების სადიაგნოსტიკო მახასიათებლები. S. nigrum-ის მიწისზედა ვეგეტატიური ორგანოები შებუსულია კონუსური, მრავალუჯრედიანი, მოკაუჭებული ბუსუსებითა და სფეროსებრთავიანი ჯირკვლოვანი ტრიქომებით. ვეგეტატიურ ორგანოთა მფარავ ქსოვილში დიფერენცირებულია უპირატესად ანისოციტური ბაგის აპარატი, ამასთანავე ფიქსირდება ანომოციტური ბაგეების არსებობაც. S. nigrum-ის ყლორტის ტრანზიტორული სისტემა მონოციკლურია, მერქანში წარმოდგენილია მერქნის ტრაქეიდულ, მცირედკალიბრიან სანათურთა ბადისებრი ქსოვილი და გამტარ ჭურჭელთა სპირალურად გარსგასქელებული დიდკალიბრიანი სანათურები. S. nigrum-ის ფოთოლი ბიფაციალურია, მეზოფილი დორზოვენტრალური, ამფისტომატური სტრუქტურის, გამტარი კონა უკუ-კოლატერალური ტიპის. ფოთლის ზედა და ქვედა ეპიდერმისის ფუძემდებარე უჯრედები არადაგვირისტებული მრუდხაზოვანი და მრუდკედლიანი აღნაგობისაა. ფოთლის ყუნწში აისახება შერეული ტიპის კოლენქიმა; ყუნწში ასახული ტრანზიტორული ქსოვილის მოხაზულობა რკალისებრია; გამტარი ქსოვილი კოლატერალური აღნაგობის. საკვანძო სიტყვები: Solanum nigrum L.; ფოთოლი; ანატომია; სადიაგნოსტიკო მახასიათებლები; საქართელოს ფლორა. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 2, 2023 7 ძაღლყურძენასებრთა, Solanaceae Juss.	cache/gs-1658.pdf	txt/gs-1658.txt
